მისაწვდომობისა და აღმზრდელობითი სწავლების პრინციპი

geoinformer

image
აღმზრდელობითი სწავლების პრინციპი ერთ-ერთი ზოგადპედაგოგიკური პრინციპია. ზოგადპედაგოგიკური პრინციპების გარეშე კი არ არსებობს სწავლება. როგორც ვიცით სწავლება აღმზრდელობითი ხასიათისაა. სწავლების პროცესში მოსწავლე არა მარტო იძენს ცოდნას, არამედ მას უყალიბდება ჩვევები, შეხედულებები, ინტერესები, მსოფლმხედველობა, ეს კი მისი აღზრდაა. სწავლებისის პროცესს ყველა ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, ჩვენ ჩვენთვის სასურველ მიმართულებას ვაძლევთ და ვაძლიერებთ მის აღმზრდელობით ფუნქციებს. რა შეიძლება იყოს ამ დროს გადამწყვეტად მნიშვნელოვანი? ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო მასალის შინაარსს, სწავლების მეთოდებსა და მასწავლებლის პიროვნებას, მის მსოფლმხედველობას. მასწავლებელს ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ სწორედ მისი მეშვეობით ხდება მოზარდის პიროვნების, მისი ინტერესების, უნარ-ჩვევების, მიდრეკილებებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.
მოსწავლის ასაკობრივი განვითარების გათვალისწინება სწავლების პროცესში აუცილებელია და ამაზე დღეს უმეტესობა ერთხმად თანხმდება. მისაწვდომობის პრინციპი ზოგადპედაგოგიკური პრინციპია, რომლის გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია საერთოდ სწავლება. ის მოითხოვს, რომ სწავლება აუცილებლად აგებული იყოს მოსწავლის რეალურ ასაკობრივ შესაძლებლობებზე, რათა ის არ გადაიტვირთოს ინტელექტუალურად, ფიზიკურად და მორალურად, რაც მომავალში უარყოფით გავლენას მოახდენს მოსწავლის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ძალზე გართულებული მასალა აქვეითებს მოსწავლის მოტივაციას სწავლისადმი, იწვევს მის გადაღლას, ინტერესის დაქვეითებას და სხვა, თუმცა მისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინება არ ნიშნავს იმას, რომ მასალა ძალზე მარტივი და ელემენტარული უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაშიც ეცემა მოსწავლის ინტერესი. მარტივ მასალაზე მუშაობა საინტერესო სულაც არ არის, მასალა არც ძალიან რთული უნდა იყოს და არც ძალიან მარტივი, არამედ დაძლევადი. ისეთი, რომელის დაძლევაც მოსწავლეს შრომისა და მუშაობის შემდეგ შეეძლება.
უშინსკის ძირითადი მოთხოვნები სწავლების პროცესში მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა გათვალისწინების თვალსაზრისით შემდეგია:
1) სწავლა უნდა იწყებოდეს სათანადო ასაკში;

Loading...

სათანადო ასაკში დაწყებული სწავლა, სწავლის პროცესის წარმატებით დაწყების ერთ-ერთი წინაპირობაა.
2) სწავლა ბავშვისთვის უნდა წარმოადგენდეს სირთულეს, მაგრამ ისეთს, რომლის დაძლევიც უნარიც მას შესწევს;
მოსწავლეს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ მისთვის დაძლევადი მასალა, ეს მასალა კი აუცილებლად იქნება ინდივიდუალური, თითოეულ მოსწავლეს გააჩნია განსხვავებული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, ჩვენ კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა მოსწავლეს მოვარგოთ კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი მასალა.
3) სწავლება უნდა რთულდებოდეს და ფართოვდებოდეს მოსწავლის საერთო განვითარებასთან ერთად;
მოსწავლე, ერთი მხრივ, არ უნდა მოვადუნოთ, მაგრამ ამავდროულად არ უნდა მოხდეს მისი ზედმეტად გადატვირთვა და განვითარების შეფერხება.
4) სწავლება უნდა წარიმართოს ისეთი მიმართულებით, რომ იგი ხელს უწყობდეს მოსწავლეში მაღალი ზნეობრივი მხარეების აღზრდას;
უშინსკის ბოლო, მეოთხე მოთხოვნა სწავლების პროცესში მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა გათვალისწინების თვალსაზრისით ერთ-ერთი აუცილებელია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სწავლების პროცესში ნამდვილად მიიღწევა სასურველი შედეგი.

0

Next Post

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო

გაზიარება Loading... საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი […]