მზის შუქზე 1200 წლის შემდეგ: ზღვაში ჩაძირული ერთი უძველესი ქალაქის ისტორია

geoinformer

ჰერაკლეიონი

Loading...

ბერძნულ-ეგვიპტური ჰერაკლეიონი იყო ქალაქი, რომელიც ალექსანდრიის დაარსებამდე ყვაოდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში. ქალაქის ოქროს ხანა მაშინ დადგა, როცა ის ეგვიპტეში შესასვლელ მთავარ პორტს წარმოადგენდა ბერძნული სამყაროდან ჩასული ყველა გემისთვის, თუმცა, მას ასევე რელიგიური მნიშვნელობაც ჰქონდა ამუნის ტაძრის გამო.
ქალაქი, რომელიც ჰეროდოტეს და სტრაბონს ჰქონდათ მოხსენიებული საკუთარ ტექსტებში და რომელიც სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა, ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი გახდა, რამაც ის ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირა ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში.

ფრანკ გოდიოსა და მისი გუნდის დაუღალავი შრომის წყალობით, 2001 წელს ჰერაკლეიონი ხელახლა იპოვეს მას შემდეგ, რაც ის ხმელთაშუა ზღვის ქვეშ თითქმის 1200 წლის განმავლობაში იყო გაუჩინარებული.

ფრანკ გოდიოს ვებსაიტზე, რომელიც ამ წარმოუდგენელი აღმოჩენის სიღრმისეულ ახსნა-განმარტებას იძლევა, ნათქვამია, რომ ”ქალაქი მდებარეობს კვლევის საერთო ზონის 11-დან 15 კილომეტრამდე რადიუსში, აბუქირის ყურის დასავლეთ ნაწილში”.
ფრანკ გოდიომ აღმოჩენის პირველ დღეებშივე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა ჰერაკლეიონის უძველესი ღირსშესანიშნაობების შესახებ, როგორებიცაა ამუნისა და მისი ვაჟის, ჰონსოუს დიდებული ტაძარი (იგივეა, რაც ბერძნებისათვის ჰერაკლე) და ის ნავსადგურები, რომელთა მეშვეობით ერთ დროს მთელი აღებ-მიცემობა და ვაჭრობა კონტროლდებოდა ეგვიპტეში და რომელიც პირამიდების ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა.

ჰერაკლეიონი 2

გოდიომ ასევე მალე ამოხსნა ისტორიული თავსატეხი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა ეგვიპტოლოგებს: არქეოლოგიურმა მასალამ გამოავლინა, რომ ჰერაკლეიონი და ტონისი სინამდვილეში ერთი და იგივე ქალაქი იყო, რომელსაც ორი სახელი ჰქონდა: ჰერაკლეიონი ბერძნებისთვის, ხოლო ტონისი – ეგვიპტელებისთვის.
წყალქვეშა გათხრებიდან ამოღებული ობიექტები ასახავს ქალაქის სილამაზესა და დიდებას, მისი ბრწყინვალე ტაძრების სიდიადეს და ისტორიული ნაშთების სიუხვეს. აქ იპოვეს კოლოსალური ქანდაკებები, წარწერები და არქიტექტურული ელემენტები, სამკაულები და მონეტები, რიტუალური ობიექტები და კერამიკა – და ეს მთელი დროში გაყინული ცივილიზაციაა.

0

loading...
Next Post

აი, როგორ ექცევიან მოძალადეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

გაზიარება Loading... მას შემდეგ, რაც […]