აი, როგორ ექცევიან მოძალადეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

geoinformer

image

Loading...

მას შემდეგ, რაც ამერიკელი სტუდენტი ბროკ ტერნერი გაუპატიურების ბრალდებით ციხეში მხოლოდ 6 თვით გაუშვეს, სრულიად საზოგადოება აღშფოთდა. ბევრი თვლიდა, რომ ამერიკელ სტუდენტს არასამართლიანი განაჩენგამოუტანეს, ზოგიც კი მიიჩნევდა, რომ ნახევარი წელი ციხეში ყოფნა, იმ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან შედარებით, რომელიც მან გოგონას მიაყენა ზღვაში წვეთი იყო. თუმცა, სანამ კონფლიქტში ჩართულ რომელიმე მხარეს გავამართლებთ, მოდით მანამდე ერთად ვნახოთ, თუ რა სასჯელის ფორმები არსებობს მოძალადეებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

1. ჩინეთი

image

ჩინეთში მოძალადეს ან სიკვდილით ან კასტრაციით სჯიან, ანუ დამნაშავეს სწორედ იმ ორგანოს კვეთენ, რომლის საშუალებითაც მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა.

2. ჩრდილოეთ კორეა

image

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოძალადეს სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას უსჯიან, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსხვერპლს დამხვრეტთა ჯგუფის შემადგენლობაში გაწევრიანება შეუძლია.

3. ავღანეთი

image

ამ ქვეყანაშიც მსჯავრდებულის ჯალათათ თქვენ წარმოიდინეთ და, თავად დაზარალებული – მსხვერპლი გვევლინება. ისლამურ სახელმწიფოში სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირი სიკვდილით ისჯება.

4. რუსეთი

image

რუსეთში, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობა 3 – დან 30 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5. ეგვიპტე

image

ამ ქვეყანაში მოძალადის დასჯის საკმაოდ უცნაური კანონი მოქმედებს – აქ მათ საჯაროდ ახჩობენ.

6. ჰოლანდია

image

ჰოლანდიაში დამნაშავეები ციხეში გაცილებით უფრო მოკლე ვადით (4-15 წელი) ხვდებიან, თუმცა ძალადობად აქ არა მხოლოდ სექსუალური აქტი, არამედ კოცნაც კი ითვლება, ამიტომაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები გოგონებთან ურთიერთობაში საკმაოდ ფრთხილები არიან და შესაბამისად, პირველი ნაბიჯის გადადგმასაც სწორედ ამის გამო ერიდებიან.

7. ირანი

image

მსოფლიოში ეს ქვეყანა თავისი სასტიკი სასჯელებით არის ცნობილი, ყველაზე უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი ამ ისლამურ რესპუბლიკაში მსჯავრდებულები კანონის წინაშე, პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ, ძალადობრივ დანაშაულზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ… ალბათ, მოულოდნელი არავისთვის იქნება თუკი გეტყვით, რომ მოძალადეებს ჩადენილი “ცოდვა” სიცოცხლის ფასად უჯდებათ – მათ ან ხვრეტენ ან ახრჩობენ, ხოლო თუკი მსჯავრდებული სასწაულებრივად სიკვდილით დასჯისგან თავის დაღწევას შეძლებს, მაშინ მას ან სამუდამო პატიმრობა ან წამება ელოდება.

8. საუდის არაბეთი

image

არაბული ქვეყნები თავისი სასტიკი კანონებით არის განთქმული. აქ მოძალადეს, რომელიც დამნაშავედ ცნეს, პირდაპირ, სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე ხვრეტენ.

9. ისრაელი

image

აი, რაც შეეხება ისრაელს, სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ დამნაშავეებს ბევრად უფრო ლმობიერად ექცევიან. როგორც წესი, მოძალადე ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში 4–16 წლით მიდის.

10. არაბთა გაერთიანებული საამიროები


image

არაბთა გაერთიანებულ სამიროებში მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 7 დღის ვადაში სიცოცხლეს ასალმებენ. ახლა კი სამართლიანობაზე საუბარს აზრი ნამდვილად აქვს, აბა როგორ ფიქრობთ, სულ რაღაც ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ან პირობით მსჯავრად 3 წლის შეფარდება მოძალადისთვის რამდენად საკმარისია?

0

Next Post

“ცოტნეს არ ესიამოვნებოდა იმ სურათის გავრცელება, რომელიც ქ-მა მანანამ გაავრცელა - გამსახურდიას მეგობარი

გაზიარება Loading... შეაჩერე კორუფციას დამფუძნებელი, […]