პეკინის მერიის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სხვა რეგიონიდან დედაქალაქში ჩასულმა ადამიანებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ

geoinformer

Loading...

ჩინეთის დედაქალაქის ადმინისტრაციამ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონიდან პეკინში შევლენ, აუცილებელი ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების საკითხზე მომუშავე პეკინის სამუშაო ჯგუფმა გაავრცელა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა პირი, ვინც დედაქალაქს დატოვებს, უკან დაბრუნებისას ორი კვირის განმავლობაში სახლში უნდა დარჩნენ და იყვნენ დაკვირვების ქვეშ, ან შეუძლიათ მოთავსდნენ კოლექტიური კარანტინის ზონაში. იგივე წესები ვრცელდება ქალაქის ყველა სტუმარზე.

აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, პირი პასუხს აგებს ეროვნული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.

Next Post

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუმინელ კოლეგას შეხვდა

გაზიარება Loading... საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი […]