გიორგი გახარია ალბანელ კოლეგას შეხვდა

geoinformer

Loading...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება. გიორგი გახარიამ ედი რამა ოფიციალურად მიიწვია ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც გაზაფხულზე თბილისში გაიმართება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ალბანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. პრემიერის თქმით, ქართული მხარე აფასებს ალბანეთის გადაწყვეტილებას ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ალბანეთის მხრიდან გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მტკიცე მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა ალბანელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და ამ პროცესში ალბანეთის ჩართულობას.

მიუნხენში, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

წყარო: marshalpress.ge

Next Post

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა

გაზიარება Loading... თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე […]