(ვიდეო)-მარნეულში გაიტაცეს 17 წლის გოგონა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია – გატაცება მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით, თავზე ჩამოაცვეს ტომარა

geoinformer

Loading...

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.ვიდეო: “რუსთავი 2”

loading...
Next Post

(ვიდეო)-ამეიღეთ, ჯოოო - სახალისო ვიდეოს 200 ათასამდე ნახვა აქვს

გაზიარება Loading... სახალისო ვიდეოს მინაწერით: […]