რამდენიმე შეჯახევა ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე – მოყინულმა გზამ დიდი პრობლემა შექმნა

geoinformer

Loading...

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალი მოყინულია, რის გამოც, რამდენიმე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ავტოავარია სოფელ ეწერთან მოხდა, სადაც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული და ავტომობილების ნაკადს აკონტროლებს.

Next Post

(ვიდეო)-დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ავტომობილით წაიყვანა

გაზიარება Loading... შინაგან საქმეთა სამინისტროს […]