ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

geoinformer

Loading...

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობილებაში.

წარმოიდგინეთ ტიპური პროვინციული სტალინისტური შენობა – მეცნიერებათა აკადემიის რიგითი სანატორიუმი, რომელიც გავსებულია საშუალო რანგის მეცნიერებით.

ყოველდღიური რუტინა – სამკურნალო პროცედურები, ტერიტორიაზე სეირნობა, სხვადასხვა თემებზე ჭორაობა. მოკლედ, ერთფეროვნება და მოწყენილობა.

ამ დროს ხმა დაირხა, რომ სანატორიუმში აკადემიკოსი ჩადის.

სანატორიუმის ბინადრებმა დაინახეს, როგორ გაჩერდა შენობასთან მანქანა, საიდანაც ასაკში შესული, სიმპათიური მამაკაცი გადმოვიდა. მას ასევე ასაკიანი, არაფრით გამორჩეული ქალი გადმოჰყვა – ცოლი.

ისინი ერთ-ერთ ოთახში დაბინავდნენ და, დანარჩენებივით, დასვენებასა და მკურნალობას შეუდგნენ.

ცოლი მუდმივად თავს ევლებოდა ქმარს. ეს უკანასკნელი კი ამ მზრუნველობას კმაყოფილი სახით იფერებდა.

სასადილოში ახალგაზრდა, ლამაზი ქალის მაგიდასთან მიუჩინეს ადგილი.

ლამაზი ქალი პირველი დღეები წყვილს აკვირდებოდა, შემდეგ კი – შეტევაზე გადავიდა.

მისი შეფასებით, ეს მისთვის ახალი ცხოვრების შანსი იყო – აკადემიკოსი ქმარი, რომელსაც ადვილად წაართმევდა ახლანდელ, მოხუც, ჭაღარათმიან ცოლს.

ახალგაზრდა ქალს არც სიტყვა-პასუხი უჭირდა და არც მზაკვრობას ერიდებოდა.

აი, უკვე ერთადაც სეირნობენ, მხიარულად საუბრობენ.

და როცა მათი ერთად ყოფნა წყვილის ურთიერთობას დაემსგავსა და სიმპათიის ნიშნები ყველამ შეამჩნია, ცოლმა ვეღარ მოითმინა. ის ახალგაზრდა ქალთან მივიდა და პირდაპირ, თუმცა ძალიან ზრდილობიანად ჰკითხა:

– მითხარით, გეთაყვა, რაში გჭირდებათ ჩემი ქმარი?“

პასუხად მიიღო აშკარად წინასწარ მომზადებული, მაღალფარდოვანი ფრაზები სიყვარულისა და ბედისწერის შესახებ.

ჭაღარა ცოლმა უფრო ვრცლად განუმარტა შეკითხვა:

– მაგრამ ხომ იცით, რომ ის ავადმყოფია. მას განსაკუთრებული მზრუნველობა, მოვლა, მკაცრ დიეტაზე ყოფნა და მუდმივად თვალის მიდევნება სჭირდება. ამას კი ყველა ქალი ვერ გაუძლებს.

ახალგაზრდა ქალმა ღიმილით შეხედა:

– ნუთა არ იცით, რომ აკადემიკოსის შემოსავლით პროფესიონალი მომვლელის აყვანა და შესანიშნავი პირობების ორგანიზება შეიძლება. და ეს სულაც არ მოითხოვს ისეთ თავგანწირვას და სახის დაკარგვას, რაც თქვენ გჭირთ.

ჭაღარა ცოლი რამდენიმე წამს ხმას არ იღებდა და ამ თავხედ ქალს მისჩერებოდა, შემდეგ კი წყნარი ხმით აუწყა:

– დიახ, ეგ გასაგებია. მაგრამ საქმე ის არის, რომ აკადემიკოსი მე ვარ და არა ჩემი ქმარი.

loading...
Next Post

ის აპირებს პოლიტიკურ აქტივობას - მერაბიშვილის ადვოკატი

გაზიარება Loading... ვანო მერაბიშვილის ადვოკატი […]