ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

geoinformer

loading...

Loading...

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი იმდენად თავისუფლებისმიყვარე და დაუდგრომელია, რომ არასდროს იტანჯება უიღბლო ურთიერთობის გამო. ამ სიცოცხლით სავსე არსებას ირგვლივ ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მშვილდოსანს წყვილად ყოფნას მარტოოობა ურჩევნია. ამიტომ როცა მორიგი ურთიერთობა მთავრდება, იგი ოპტიმისტურად იწყებს ახალი თავგადასავლების ძებნას.

მშვილდოსანი მალე იღლება საყოფაცხოვრებო რუტინისგან და პირობითი ჩარჩოებისგან. ეს თავისუფალი ფრინველია, რომელსაც ურჩევნია, თავისი ნებით იფარფატოს და ახალ ადამიანებთან ურთიერთობით ისიამოვნოს.

მერწყული

მერწყული დიდხანს არ იგლოვებს პარტნიორთან განშორებას. შესაძლოა, მეორე დღესვე სიამოვნებით გააბას ახალი ნაცნობობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრებაში მხოლოდ წინ უნდა იარო. და თავადაც ასეც იქცევიან. მერწყული არასდროს სთხოვს ძველ პარტნიორს, რომ დაუბრუნდეს, თუმცა მეგობრობა შეიძლება შესთავაზოს.

ქალწული

სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ქალწული ყველაფერს გააანალიზებს. მას არ უყვარს საკუთარი გრძნობების აფიშირება. თავის ემოციებს გულგრილობით ნიღბავს. შებღალული თავმოყარეობა ქალწულს არასდროს მისცემს ნებას, დაუბრუნდეს ძველ ურთიერთობას. მართლაც, რა საჭიროა? პარტნიორმა თავისი პიროვნების ყველა სუსტი და ძლიერი მხარე უკვე გამოაჩინა, მას ვერაფერი შეცვლის. დიახ, ქალწული დარწმუნებულია, რომ ადამიანები არ იცვლებიან. განშორების შემდეგ ცოტა ხნით საკუთარ თავში ჩაიკეტება, შემდეგ კი კვლავ ახალი ძალით დაიწყებს იდეალური ურთიერთობის შენებას.

ვერძი

ძველ სიყვარულს რომ დაუბრუნდეთ, აუცილებელია, ყველა წყენა სამუდამოდ დაივიწყოთ. ვერძს კი ეს არ შეუძლია. თავიდან, მართალია, უხალისოდ, მაგრამ მაინც სცადოს კიდეც ყოფილი რჩეულის შესანარჩუნებლად მოქმედება, თუმცა მალევე მობეზრდება. წარსული წყენა თავს იჩენს და ვერძი, უბრალოდ, ვერ შეეგუება იმას, რომ მას ოდესღაც აწყენინეს.

და ალბათ, მართალიც არის, თუკი არ სურს დროის ხარჯვა გატეხილის გამთელებაზე. მისთვის უმჯობესია, ახალი ურთიერთობა ეძებოს და ისეთ ადამიანს მიაგნოს, რომელიც ვერძის თავმოყვარეობას არასდროს შეეხება.

***

loading...
Next Post

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია

გაზიარება loading... Loading... 6 მარტს […]