გმირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

geoinformer

არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს 2 აპრილს ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში დაიბადა.
იგი 2008 წლის ომის დროს ერაყში მსახურობდა საერთაშორისო მისიაში. სწორედ იქ გაიგო, რომ მის ქვეყანაში მტერი შემოიჭრა, რომ მისი მშობლიური მხარე საქართველოს აღარ ეკუთვნოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების დანაყოფი ჩამოიყვანა, მათ შორის იყო არჩილიც. თუმცა, სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ სამხედრო შემოტევები მორჩა.

Loading...

image
ჩამოსვლის შემდეგ ხშირად სტუმრობდა ახალგორს ბაბიის და ბაბუის მოსანახულებლად. მიუხედავად დედის დაჟინებილი თხოვნისა ის ამბობდა, რომ არ დაუშვებდა მისი მშობლიური მხარის დათმობას.

როცა ბაბუა გარდაიცვალა ბებიის სანახავად უფრო ხშირად დადიოდა ახალგორში. სწორედ ამ მიზეზით წავიდა ბოლო დღესაც. მამას ისე იყურებდა, თითქოს ბოლოჯერ ხედავდა, დედა კი ამ დროს სამსახურში იყო და არც კი იცოდა მისი შვილი ახალგორისკენ თუ მიდიოდა.
რამდენიმე ხანში ბებიისგან გაიგეს, რომ არჩილი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაუყვანიათ სამხედროებს. შემდეგ ბებიის სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს უკვე მკვდარი იყო არჩილი და მხოლოდ სამხილების გამო შევიდნენ სახლში, ეს ბებიამ არ იცოდა.
image
სახლში ვერაფერი ნახეს. სამაგიეროდ არჩილს გულის ჯიბეში უპოვეს ქართული ლექსი. არჩილის დედა იგონებდა, რომ ეს ლექსი მისი ჯარის მეგობრის დაწერილი იყო, არჩილს ისე მოსწონდა მეზობლის ბავშვს დააზეპირებინა და სთხოვდა ხოლმე მომიყევიო.
“სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაუყვა
ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი
ქართული მიწის ნაპრალს ჩაუყვა
ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვუტევთ უდრეკად ბოლო წუთამდესიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით
თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დანისლულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობთა ცივი
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება…”
ოჯახს ჯერ უთხრეს, რომ არჩილი დააკავეს, მერე, რომ ტერორისტად გამოაცხადეს, შემდეგ, რომ ფეხი დაუცურდა, კიბეზე დაგორდა და გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
სინამდვილეში კი ყველაფერი ასე იყო, 2 წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს, ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს.
მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
დიდება გმირებს!

0

loading...
Next Post

რაღაც დიდი აფიორაა ჩაფიქრებული, ან პროვოკაციაც არ გამიკვირდება მანჩო გიორგობიანი ვალების ჩამოწერის შესახებ

გაზიარება Loading... რამდენიმე დღეა სოციალურ […]