10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე – სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

geoinformer

Loading...

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!

მაშ ასე:

ხელების ელექტროსაშრობი ჰიგიენურია

ეს მითია! ბოლო წლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ტუალეტებში ბევრგან შეხვდებით ასეთ საშრობს. ის ცხელი ჰაერის ნაკადით წამებში აშრობს ხელებს და ქაღალდის ხელსახოცებზე უფრო ჰიგიენურ საშუალებად მიიჩნევა. თუმცა როგორც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ეს ასე არ არის. კვლევამ აჩვენა, რომ რეაქტიული საშრობები მათში ჩაბუდებულ პათოგენურ მიკროორგანიზმებს თითქმის 3 მეტრის მანძილზე „აფრქვევენ“!

უნიტაზი ყველაზე ბინძური ადგილია სახლში

მითია! ბაქტერიების გაცილებით დიდი წყაროა ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი! უნიტაზის საჯდომი – მშრალი და ცივია, მიკრობებს კი სველი და თბილი ადგილები უყვართ. სისველე და საჭმლის ნარჩენები ღრუბელზე ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ამიტომ აქ 400-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზის საჯდომზე.

ჭუჭყი თავისით ჩნდება

ტყუილია! ალბათ, გიფიქრიათ, საიდან ჩნდება ამდენი მტვერი სახლში? მტვრის დიდი ნაწილს თავად ადამიანების „წარმოქმნიან“. თუკი მტვერს მიკროსკოპში დააკვირდებით, ძირითადად დაინახავთ ადამიანის კანის ქერცლს, თმებს და ტექსტილის ძაფებს. ცნობისათვის: ერთი ადამიანი წუთში კანის 40 ათასამდე უჯრედს კარგავს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სახლში მტვერი სწრაფად ჩნდება.

უმი ქათამი მომზადების წინ აუცილებლად უნდა გაირეცხოს წყლით

არასწორია! მართალია, არის შანსი, რომ ქათმის ხორცი სალომონელოზით იყოს დაავადებული, თუმცა წყლით გავლება საპირისპირო შედეგს მოიტანს. წყლის წვეთებით ბაქტერიები ძალიან სწრაფად გავრცელდებიან და კიდევ უფრო გამრავლდებიან. ამიტომ უმჯობესია, ხორცი პირდაპირ ქვაბში ჩადოთ და ხარშოთ, რათა ყველა მავნე მიკროორგანიზმი მოსპოთ.

ლაქები მხოლოდ ცხელი წყლით შორდება

მითია! სახლის დალაგების დროს ყველას მიაჩნია, რომ რაც უფრო ცხელია წყალი, მით უკეთესია, რადგან მხოლოდ ცხელი წყალი მოერევა ყველა ლაქას და ბაქტერიას. თანამედროვე სარეცხი საშუალებების უმეტესობა ცივ წყალშიც კარგად მოქმედებს. ცხელი წყლის გამოყენებას მხოლოდ ჭირჭლის რეცხვისას აქვს აზრი – უკეთ ადნობს ცხიმს.

საპონი კლავს ბაქტერიებს

არასწორია! საპონი ბაქტერიებს არ კლავს, მხოლოდ ხელს უწყობს მათ ჩამობანას კანიდან. ამიტომ ანტიბაქტერიული საპნის გამოყენებას აზრი არ აქვს. თანაც ის გარემოსთვისაც მავნებელი ყოფილა. ხელების დაბანის დროს მთავარია არა საპონი ან წყლის ტემპეტრატურა, არამედ პროცესის ხანგრძლივობა – ხელები 25-30 წამი მაინც უნდა იბანოთ! ამ შემთხვევაში მოკრობების 99,99 %-ს მოიშორებთ.

ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები სტერილური სისუფთავის და შესაბამისად უსაფრთხოების გარანტიაა

ასე არ არის! მიკროორგანიზმების უმეტესობა არ არის საშიში, ამიტომ ანტიბაქტერიული „თერაპია“ ზედმეტია. ამან შეიძლება, ბაქტერიული ბალანსი დაარღვიოს და დეზინფექტანტებისადმი მდგრადი ბაქტერიების წარმოქმნამდეც კი მიგვიყვანოს. ნატურალური ქვის ნივთების, ხის იატაკის, ფურნიტურის ან ჰერმეტულობისთვის დატანებული რეზინის საწმენდად იდეალურია ძმრის საფუძველზე დამზადებული ხსნარები.

ბაქტერიები საყინულეში იხოცებიან

მითია! ბაქტერიები -18°C ტემპერატურაზე დროებით წყვეტენ გამრავლებას, მაგრამ არ იხოცებიან. როგორც კი პროდუქტი გალღობას იწყებს, მიკრობები ცოცხლდებიან და აქტიურ გამრავლებას აგრძელებენ. ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიების რაოდენობა ყოველ 20 წუთში ორმაგდება!

გაკაწრული ტეფლონის ტაფა კიბოს იწვევს

მთლად ასე არ არის! გაკაწრული ტაფა, რომელსაც ტეფლონის საფარი აქვს, მავნეა მხოლოდ + 260°C და ზემოთ ტემპერატურაზე. ტეფლონი მხოლოდ დიდი სიმხურვალის დროს გამოყოფს ტოქსინებს. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე საჭმლის მოსამზადებლად მხოლოდ თუჯის ტაფა გამოიყენეთ.

პროდუქტის დასაჭრელი დაფა – ბაქტერიების წყაროა

არ არის მართალი! თუკი ხის ან პლასტმასის დაფებს რეგულარულად გაწმენდთ, შეგიძლიათ, დიდი ხნის განმავლობაში ისარგებლოთ.

ფისისა და ეთერზეთების დამსახურებით, რითიც გაჟღენთილია მერქანი, ხეს ნატურალური ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ამასთანავე, ხის ზედაპირი მალე შრება და ესეც ხელს უწყობს ბაქტერიების მოსპობას. პლასტმასის დაფაზე მიკრობების მოსასპობად კი შეგიძლიათ, დაფა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში 60°C ტემპერატურაზე გარეცხოთ.

loading...
Next Post

რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება Loading... მორიელი ნებისმიერი შანსი […]