კორონავირუსი მთელ მსოფლიოში – როგორი სიტუაციაა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსმა შეაღწია!

geoinformer

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი მსოფლიოს 3 ქვეყანაში კიდევ დაფიქსირდა. ერთ-ერთი შემთხვევა სამწუხაროდ საქართველოშიც დაფიქსირდა და ჩვენი ქვეყანა მწვანზე ზონაში აღარ იმყოფება. ვირუსი დადადასტურდა ასევე მაკედონიასა და ბრაზილიაშიც.

Loading...

image

euronews და reuters -ის დღიური შეჯამება კორონავირუსის შესახებ!
ლიბანი – ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში უკვე 2 ინფიცირებულია.
საბერძნეთი – 38 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამხრეთ ამერიკა – პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკაშიც, კონტინეტზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების შანსი ყველაზე ნაკლებად იყო. ბრაზილიელი ქალი იტალიაში იმყოფებოდა და სან პაულოს ინფექციური კლინიკაში ოფიციალურად დაუდგინდა კორონავირუსი.
საფრანგეთი – რთული სიტუაციაა საფრანგეთშიც. კორონავირუსით გარდაიცვალა უკვე მეორე ადამიანი. დაინფიცირებულია კიდევ 17 ადამიანი.
იტალია – ევროპაში ვირუსმა ყველაზე ძლიერად ამ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. იტალიაში რთული სიტუაციაა და ზუსტი ინფრომაცია ამ წუთისთვის არაა. ადგილობრივი პრესის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 11 -ია.
ირანი – გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა 19 -ია, ხოლო ინფიცირებულია 140-ზე მეტი ადამიანი. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ციფრები რეალობის მხოლოდ 1/5 -ია.
სამხრეთ კორეა – კორონავირუსი საშინელი ტემპით ვრცელდება სამხრეთ კორეაშიც, სადაც ყოველდღე ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. როგორც ცნობილია ერთ ამერიკელ ჯარისკაცს დაუდგინდა ვირუსი. ეს ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში მსახურობს.
ბაჰრეინი – ბოლო 3 დღეში ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. ჯერ-ჯერობით 26-ვე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.
ქუვეითი – ინფიცირებულია 2 მოქალაქე. ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან, იაპონიასთან, ტაილანდთან, სინგაპურთან და ჰონგ კონკგთან.
ტაილანდი – ინფიცირებულთა რიცხვმა 40- მიაღწია.
ჩინეთი – ერთ დღეში ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა – 406 -ია, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 52 ადამიანი.
იაპონია – ვირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული. შესაძლოა წლის ოლიმპიური თამაშებიც გადაიდოს.
აშშ- ქვეყნის რამოდენიმე ქალაქში გამოცხადდა განგაში… სან ფრანცისკომ გზები გადაკეტა მიუხედავად იმისა, რომ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პაკისტანი – ვირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა პაკისტანშიც.
რუსეთი – Diamond Princess cruise -ის გემიდან გამოყვანილ 8 რუსეთის მოქალაქედან 3-ს კორონავირუსი დაუდგინდა. რუსეთი აქტიურად მუშაობს ვაქცინის გამოგონებისთვის.
საქართველო – დაფიქსირდა პირველი შემთხვევა საქართველოშიც. მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანის გამოვლით შემოვიდა ქვეყანაში.
აზერბაიჯანი – საგანგებო განცხადება გააკეთა ასევე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმაც. ოფიციალურად კორონავირუსი ქვეყანაში არ არის გავცელებული
მაკედონია – ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კორონავირუსი დილის საათებში დაუდასტურდა ქალბატონს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და 1 კვირის წინ დაბრუნდა ქვეყანაში.
თურქეთი – თურქეთმა ყველა გზა ჩაუკეტა ირანს და ჩინეთს, უახლოეს დღეებში იგეგმება ფრენების შეჩერება იტალიის მიმართულებით.

image

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

loading...

Next Post

სასწრაფოდ! ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კაცი გაიტაცეს

გაზიარება Loading... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა […]