როგორ აღადგინა განადგურებული ტყე ცოლ-ქმარმა საკუთარი ხელით

geoinformer

Loading...

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით (FAO), 1990 წლიდან დედამიწიდან სამუდამოდ „გაქრა“129 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი. ეს ფართობი, დაახლოებით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიის ტოლია!

სათბურის გაზების (GHG) გამოყოფის ზრდა დიდწილად სწორედ ტყეების განადგურების შედეგია. ქრება მცენარეთა უამრავი სახეობა, ფრინველები და ცხოველები კარგავენ საცხოვრებელს.

ყველამ ვიცით, რომ ეს უარყოფითად აისახება პლანეტის ჯანმრთელობაზე და ასე გაგრძელება დაუშვებელია, მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად? რა უნდა გავაკეთოთ, რატა უსუსურად და დაუცველად არ ვიგრძნოთ თავი? 

დედა-ბუნებას ამტანი სული აქვს და ყოველთვის შეუძლია ნორმაში ჩადგომა, თუკი ამისთვის პირობები შეექმნება.

ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა სებასტიან სალგადომ და მისმა მეუღლემ ლელიამ სალგადომ გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ, რა შეუძლია ადამიანების პატარა ჯგუფს და დიდ სურვილს. მათ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს – კარგი გაგებით.

სებასტიან სალგადო ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია. მას ფოტოჟურნალისტიკაში თითქმის ყველა დიდი ჯილდო აქვს მოგებული და უამრავი წიგნი თუ ალბომი გამოქვეყნებული.

იგი 1990 წლებში სალგადოს მოუწია რუანდაში მუშაობა, სადაც გენოციდის ენით აღუწერელი სისასტიკე აღბეჭდა ფირზე. იქიდან, როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული დაბრუნდა ბრაზილიაში, თავის მშობლიურ რაიონში, რომელიც ოდესღაც ტროპიკულ ტყეში იყო ჩაფლული. ფოტოგრაფისასოწარკვეთილებაში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ მშობლიურ მხარეში ტყე სრულად განადგურებული დახვდა.

„ჩემი მშობლიური მხარე ისეთივე გამოფიტული დამხვდა, როგორც მე ვიყავი იმ წუთას. ტერიტორიის მხოლოდ 0,5% იყო ტყით დაფარული. სწორედ მაშინ ჩემს მეუღლეს გაუჩნდა წარმოუდგენელი იდეა – აღგვედგინა ტყე,“ – უყვებოდა სალგადო 1995 წელს The Guardian-ს.

სებასტიანმა და ლელიამ დააფუძნეს პატარა ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად 4 მილიონი ხე დარგეს.

„СО2-ის ჟანგბადად გარდაქმნა მხოლოდ ხეს შეუძლია. ჩვენ უნდა გაგვეშენებიმნა ტყე ადგილობრივი მცენარეებით. საჭირო იყო ამავე რეგიონში შეგვეგროვებინა ნერგები და თესლები. თუ თქვენ დარგავთ უცხო მცენარეებს, ასეთ ტყეში ცხოველები და ფრინველები არ დაბრუნდებიან და ტყე „უსულო“ იქნება“.

იმის დამსახურებოით, რომ ყველა დარგული მცენარე ბუნებრივი იყო ამ რეგიონისთვის, შემდგომი 20 წლის განმავლობაში საოცარი შედეგი დადგა. იქ, სადაც ადრე სამარისებური სიჩუმე იდგა, ახლა გამუდმებით ჩიტების ჭიკჭიკი ისმის.

საერთო ჯამში, სებასტიანის და ლელიას მზრუნველობით გაშენებულ ტყეში დაბრუნდა ფრინველის 172 სახეობა, ძუძუმწოვრების 33 სახეობა, ქვეწარმავლების 15 სახეობა. დაირგო მცენარის  293 სახეობა. შედეგად კი – ნულიდან აღდგა მთელი ეკოსისტემა!

პროექტი მილიონობით ადამიანისთვის იქცა შთაგონებად და იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გარემოს გადარჩენა.

 

 

loading...
Next Post

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება Loading... რას გვირჩევენ ვარსკვლავები […]