რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი ხილსა და ბოსტნეულზე და შეიძლება თუ არა მათი უმად ჭამა?

geoinformer

loading...

Loading...

გთავაზობთ ჩინელი ინფექციონისტის, ექიმ სუნ ხეცაის ინტევიუს, რომელიც მან ჩინურ მედიას მისცა.

ცოცხლობს თუ არა COVID-19 ხილსა და ბოსტნეულზე?

თუ ვირუსი დაინფიცირებული ადამიანის ნერწყვით ან შეხებით ბოსტნეულსა და ხილზე მოხვდება, თეორიულად შეიძლება, გარკვეული დროის მანძილზე იცოცხლოს, თუმცა არაუმეტეს 48 საათისა.

რას უნდა ვიცოდეთ ხილის და ბოსტნეულის შეძენისას?

როცა ხილსა და ბოსტნეულს ყიდულობთ, ნუ შეეხებით შიშველი ხელებით. თუ ხელთათმანი არ გაქვთ, გამოიყენეთ ერთჯერადი ცელოფანის პარკი და ამ გზით მოერიდეთ პროდუქტთან უშუალო კონტაქტს. სუპერმარკეტებისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციაა, ხორცი და მზა საჭმელი არ მოათავსონ ღია ვიტრინაზე, რათა მათზე არ მოხვდეს ლორწოს წვეთები დახველებისას ან დაცემინებისას.

შეიძლება თუ არა ვირუსის პერიოდში ხილი და ბოსტნეული „ცოცხლად“ ანუ დამუშავების გარეშე ვჭამოთ?

შეიძლება, თუმცა ხილი, ბოსტნეული და მწვანილი ჭამის წინ საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და 20 წუთის განმავლობაში გააჩეროთ გამდინარე წყალში. ეს დაგიცავთ 80-90%-ით. შემდეგ, უმჯობესია, გაფცქვნათ – რა თქმა უნდა, დაბანილი ხელებით!

რაც შეეხება ხორცს – რამდენად შესაძლებელია ხორცით დაინფიცირება?

ხორციც და თევზიც არ უნდა მიირთვათ უმი სახით. თერმული დამუშავებისას კი კორონავირუსი იღუპება – ეს ხდება, 56°C-ზე, დაახლოებით, 30 წუთში. საჭმლის მომზადებისას კი ტემპერატურა 100°C-ს და მეტსაც აღწევს, რაც მომენტალურად კლავს ვირუსს.

***

loading...
Next Post

13 წლის ბაჩო, რომელიც ოცნებობს გახდეს მეცნიერი...

გაზიარება loading... Loading... სპინალური კუნთოვანი […]