„ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ“ – მარინა ენდელაძე ინფიცირებულ 44 წლის კაცზე

geoinformer

Loading...

44 წლის პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ტვ პირველის” ეთერში საუბრობს.

44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო.

ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია”, – ამბობს ენდელაძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

loading...
Next Post

ერთ-ერთ მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა – გიორგი ტიგინაშვილი

გაზიარება თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალური […]