(ვიდეო)-ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბევრად დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები – საფრანგეთის საავადმყოფოების ფედერაციის პრეზიდენტი

geoinformer

Loading...

საფრანგეთის საავადმყოფოების ფედერაციის პრეზიდენტი, ფრედერიკ ვალეტოუქსი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს.”ჩვენ მხოლოდ საავადმყოფოებიდან მოწოდებული ინფორმაცია გვაქვს. ზრდა ოფიციალურ მონაცემებში დიდია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რეალური მონაცემი უფრო მაღალია, თუ იმას ჩავთვლით, რა ხდება მოხუცებულთა თავშესაფრებში და ასევე იმას, თუ რამდენი ადამიანი კვდება სახლში”, – განაცხადა ვალეტოუქსმა.ცნობისთვის, საფრანგეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 22 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა.

loading...
Next Post

როდის შეწყვეტს აქტიურობას კორონავირუსი

გაზიარება კორონავირუსის აქტიურობა ძალიან სწრაფად […]