კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზე თითო-თითოდ თუ ირბენთ, კარგია, მაგრამ თუ ჯგუფურად ირბენთ და თან ისაუბრებთ, ეს არ არის კარგი

geoinformer

Loading...

ჩვენი თვითპასუხისმგებლობაა ის, რომ კუს ტბაზე ჯგუფურად არ წავიდეთ და ყველამ ერთად არ ვირბინოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზე თითო-თითოდ თუ ირბენთ, კარგია, მაგრამ თუ ჯგუფურად ირბენთ და თან ისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ წესი, რასაც ჯანდაცვის უწყება და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. თუ ეს დაცვა არ იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო უფრო გამკაცრებებზე იმსჯელებს, როგორც მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრდა საკარანტინო ღონისძიებები. ეს უკვე შემდგომი მსჯელობის საგანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი რა რეკომენდაციებს იძლევა, მაპატიეთ, მაგრამ ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

(ვიდეო)-წინააღმდეგობას მიწევთ, გესმით? უკვე 5-ჯერ გითხარით - პანიკა და არეულობა მაღაზიაში, თანამშრომლებმა პოლიცია გამოძახეს, თვითმხილველის კადრები (სიდნეი)

გაზიარება Loading... სიდნეიში დააკავეს54 წლის  ქალი, […]