სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, ბატონი თენგიზ თავისი ფეხით წავიდა და საკუთარი ფულით უყიდა – რას წერს ავადმყოფი მოხუცის შვილიშვილი

geoinformer

Loading...

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი მოხუცი პაციენტის შვილიშვილი “ფეისბუქზე” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორიზე, თენგიზ ცერცვაძეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა თავისით და თავის სახსრებით უყიდა … და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს , თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ჰქონდათ და მერე, რომ გვეგონა დავკარგეთ, იმ

ღირებულებების. არასდროს არ მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად”, – წერს ელე ღლონტი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 75-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

დაინფიცირებულებიდან 32 ადამიანი მკურნალობას სწორედ ინფექციურ საავადმყოფოში გადის. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულთაგან 10 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

loading...
Next Post

(ვიდეო)-დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე ჩვენ კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში - ამირან გამყრელიძე

გაზიარება Loading... ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, […]