ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

geoinformer

image

Loading...

საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გადაწყვეტილებით რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ეს ვადის გაახანგრძლივება ეხება მხოლოდ რეგისტრაციას და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს.
ასევე ორშაბათიდან დაიწყება პროექტი “ტელესკოლა”, რომლის გადაცემებიც გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე. ამავე პროექტის ფარგლებში დრო დაეთმობა აბიტურიენტებსაც, სადაც წამყვანი სპეციალისტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან ყველა დაინტერესებულ პირს.

ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეებს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში აგრძელებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერს ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

0

loading...
Next Post

აბუდელაურის ტბა - ქართული მითოლოგია

გაზიარება Loading... აბუდელაურის ტბა მდებარეობს […]