(ვიდეო)-შსს აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ ახალი ლიდერების ინიციატივა 15 000 ლარით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო

geoinformer

Loading...

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია.ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივამ“ დღეს ზუგდიდში 100–ზე მეტი ადამიანი შეკრიბა.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

loading...
Next Post

(ვიდეო)-არ არის საჭირო 10 კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ, ერთად წავიდეთ სადმე - ამირან გამყრელიძე

გაზიარება Loading... დაავადებათა კონტროლის ცენტრის […]