ზუგდიდთან ახლოს რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე ახალ საგუშაგოს ხსნიან

geoinformer

Loading...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონას ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა პრაიმტაიმს” აცნობეს.

5 დღეა რაც მუშაობს ტექნიკა, ბულდოზერი. შეიმჩნევა რუსი სამხედროების გადაადგილება. სავარაუდოდ, ახალ ბლოკ-პოსტს აშენებენ. ასევე გაჰყავთ გზა.

ვესაუბრეთ ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრებ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ ამ ფაქტს. ეს კი ჩვენი აზრით უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის სრულ გაკონტროლებას”,-განუცხადა პრაიმტაიმს” სოფელ შამგონის მკვიდრმა ლაშა ბეჭვაიამ.

როგორს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიპრაიმტაიმს” განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”,-აცხადებენ სუსში.

პრაიმტაიმი

loading...
Next Post

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებულთა რიცხვი 80- მდე გაიზარდა

გაზიარება Loading... ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის […]