მთავრობამ COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

geoinformer

loading...

Loading...

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა, თუმცა ზუსტი პასუხი, გადადის თუ არა COVID -19 გვამიდან , ჯერ არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;

ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;

სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირებულია 510,736 ადამიანი, გარდაცვლილია – 23,079 და გამოჯანმრთელებულია – 122,245.

loading...
Next Post

ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს

გაზიარება loading... Loading... საგანგებო მდგომარეობის […]