ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილი კორონავირუსის სწრაფი ტესტების 80 % უვარგისი აღმოჩნდა

geoinformer

კორონავირუსი

Loading...

ადგილობრივი ჰიგიენისტები, რომლებმაც ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილ კორონავირუსის სწრაფ ტესტებზე ცდები ჩაატარეს, იუწყებიან, რომ აღნიშნული დამხმარე საშუალებების 80 % არ მუშაობს და იძლევა ყალბ დადებით და ყალბ უარყოფით შედეგებს.
არადა, ჩეხეთმა სულ მცირე ხნის წინ შეძენილ ამ ტესტებში ორ მილიონ ევრომდე უკვე გადაიხადა, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ახლაღა გაირკვა, რომ მათი ეფექტურობა და საიმედოობის ხარისხი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჰაერში აგდებული მონეტის ან მაგიდის ზედაპირზე გაგორებული კამათლის.

ჩინეთიდან ჩეხეთში შეტანილი სწრაფი ტესტების უდიდესი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს დაავადების აღმოჩენას საწყის ეტაპზე. უფრო მეტიც: ეს ტესტები თურმე სრულიად გამოუსადეგარია და მათი ღირებულება იმ მასალაზე ნაკლებია, რისგანაც ისინი დაამზადეს.

ამ ფაქტის შესახებ ოსტრავის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს. მათ ერთსადაიმავე პაციენტებზე დაკვირვებისას სხვადასხვა ტესტი ხან უჩვენებდა, რომ პიროვნებები ავად იყვნენ, ხან კი უჩვენებდა, რომ იყვნენ სრულიად ჯანმრთელები.

კორონავირუსი

არადა, აღნიშნულ ტესტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ცის გახსნასავით სასოებით მოელიან ჩვენს ქვეყანაში, იმედი აქვთ რა იმის, რომ სწრაფი დიაგნოსტირების პრობლემას მათი მეშვეობით გადაჭრიან.
უცნაურია, რომ ადამიანები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩეხეთში ენდობიან ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოს მიერ დამზადებულ სადიაგნოსტიკო საშუალებებს, როგორიც ჩინეთია, სადაც ყველაფერი სიცრუესა და სიყალბეზეა დაფუძნებული.

0

loading...
Next Post

სინგაპურში პატიმრობა ემუქარებათ იმათ,ვინც ერთმეტრიან დისტანციას არ დაიცავს

გაზიარება Loading... სინგაპურის ხელისუფლებამ, გადაწყვიტა […]