ქსენოფობია საქართველოში პანდემიის შემდეგ-რას წერს BBC ჩვენზე

geoinformer

image

Loading...

“კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია სხვადასხცა ქვეყნებში რასიზმისა და ქსენოფობიის განვითარება . საქართველო ჯერჯერობით ახერხებს კოროვირუსული ინფექციიის ზრდის შეფერხებას, მაგრამ ქსენოფობიურ ტალღას ვერ გაექცა. ამჯერად სოციალურ ქსელში ბულინგის სამიზნე გახდნენ არა აზიელი ემიგრანტები, არამედ საკუთარი თანამამემამულეები, – ეთნიკური აზერბაიჯანელები, “-ასე იწყებს ვრცელ სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბრიტანული გამოცემა BBC .
შემდეგ სტატიაში მოთხრობილია მარნეულში განვითარებული ის მოვლენები, რომელიც ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება.იქვე გამოცემა ციტირებს 22 წლის მარნეულელი სტუდენტი გოგონას გიულგუნ მამედხანოვას გულისტკივილით ნათქვამს:
“ეს ჩემთვის ძალზე რთულია. ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება … შემდეგ ვკითხულობ ამ შეტყობინებებს და უბრალოდ ვკარგავ იმას, რისიც მჯეროდა “

კომენტარები დაადანაშაულეს არამარტო სტუდენტი გოგონა, არამედ ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომ არ იცავდნენ პრევენციის ზომებს და არ იციან ქართული.
სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი კიდევ უფრო შორს წავიდა და საქართველოდან მათი გაძევება მოითხოვა, უწოდეს რა მათ “პრიმიტიული და ჩამორჩენილი”
”თქვენ შემოიტანეთ აქ კორონა აზერბაიჯანიდან და ირანიდან”, ”რაც უფრო მეტნი წახვალთ აქედან, მით უფრო ადვილი იქნება სუნთქვა.” – ასეთი კომენტარები იწერებოდა მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრისგან გარკვეული ჭრილობა დარჩება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, მათ შორის ჩემშიც და ჩემს მეგობრებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად ვისაუბრეთ, აქამდე არც კი მინახავს ქსენოფობიის ასეთი ერთდროული და კოლექტიური გამოხატულება, ”- ამბობს 35 წლის ჟურნალისტი მარნეულიდან კამილა მამედოვა .” მაგრამ ეს ყველაფერი, ვისაც სურს წარმატებული იყოს საქართველო, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევთავაზოთ ამ პრობლემის გადასაჭრელი გზები. ”
“ვიღებ Natia Mezvrishvili-ისა და Chinara Kodjaeva-ს გამოწვევას.
ჩემი აზერბაიჯანელი პატარა მეგობარი Chinara Kodjaeva, ყველაზე თბილი, კეთილი, მიზანდასახული გოგოა და სიყვარულით სავსე გული აქვს, რომელიც ამ დღეებში ძალიან ვატკინეთ.
დარწმუნებული ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმატებით დაძლევენ #Covid19-ს, მაგრამ არასოდეს დაავიწყდებათ ამ სიტუაციაში როგორ ვაწყენინეთ ჩვენ.

ჩემი მხარდაჭერა მათ!
გთხოვთ, სიყვარულით გავერთიანდეთ დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ!”-ციტირებს გამოცემა სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ფეისბუქ-განცხადებას.

0

loading...
Next Post

„უსაქმურად დარჩენილი შერჩევითი სახალხო დამცველი, საკარანტინო ზონების მონიტორინგს იწყებს მწარე კიტრი თუ შეასაღეს მოქალაქეებს, არ გამოგვაპაროთ“ გია აბაშიძე

გაზიარება Loading... ანალიტიკოსი გია აბაშიძე, […]