„ვწუხვართ, ჩვენ ჩაცმულები ვართ“ – ლას-ვეგასის სტრიპტიზ კლუბები პანდემიის ფონზე

geoinformer

Loading...

ლას ვეგასის სტიპრიზ-კლუბის მოცეკვავეებმა ჩაიცვეს.

Little Darlings – ასე ეწოდება სტრიპტიზ-კლუბს ლას-ვეგასში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც კი ჯიუტად ცდილობდა მუშაობის გაგრძელებას, თუმცა, ახლა სტიპტიზ-კლუბის შენობაზე ახალი წარწერა გამოჩნდა: „სამწუხაროდ, ჩვენ ჩაცმულები ვართ“. 

მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსის წინააღდმეგ ბრძოლისთვის საგანგებო სიტუაციები და შეზღუდვები დაწესდა, შიშველი მოცეკვავეები მაინც აქტიურად ცდილობდნენ სტიპტიზ-კლუბის შუშის ფანჯრებთან დეზინფქციის საშუალებებით შოუების მოწყობას და მაყურებლების უჩვეულო მეთოდებით მიზიდვას.

შიშველი გოგოები ფანჯრებთან ერთმანეთსაც ეცეკვებოდნენ, თუმცა, სოციალური დისტანციის დაცვით. გამვლელებს შოუს ყურება ავტომობილებიდან შეეძლოთ, დაახლოებით ისე, როგორც ღია ცის ქვეშ მდებარე კინოთეატრებშია და ათწუთიანი სიამოვნებისთვის, 100 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ.

კლიენტების მიზიდვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, სტრიპტიზ-კლუბის დირექტორი არ დანებდა და მისი ფანტაზია მხოლოდ ფანჯრებთან შიშველი გოგოების ცეკვით არ შემოიფარგლა.

მან გრანდიოზული შოუს ჩვენება გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც შიშველი მოცეკვკავეები 75 ლიტრ ანტისეპტიკურ ხსნარში სტრიპტიზს იცეკვებდნენ.

დაწესებულების ხელმძღვანელი შოუს გამართვას სტრიპტიზ-კლუბში გეგმავდა, სადაც პროფილაქტიკის მიზნით, მსურველებს კლუბში შესვლამდე სიცხესაც გაუზომავნდნენ და ხელებსაც დააბანინებდნენ, თუმცა, სტრიპტიზ-კლუბის ხელმძღვანელის მცდელობა ამ შემთხვევაშიც უშედეგო აღმოჩნდა – პანდემიამ გავრცელება განაგრძო და სტრიპტიზის მოცეკვავე გოგოები „შემოსა„“.

ლას-ვეგასის ცნობილ ქუჩაზე მდებარე დაწესებულებებზე შემდეგი წარწერა გამოჩნდა: კარი დახურულია, გული ღიაა.

loading...
Next Post

37 გრადუსი ტემპერატურაც შეიძლება კორონავირუსის არსებობას მიანიშნებდეს მარინა ენდელაძე

გაზიარება Loading... ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული […]