ქართული ბრაუზერი Stack-ი დღეიდან Windows-ზეც ხელმისაწვდომია

geoinformer

Loading...

პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერი, Stack-ი, რომელსაც მსოფლიოში უკვე 30 ათასამდე ადამიანი იყენებს, დღემდე, მხოლოდ Mac-ზე მუშაობდა და ინგლისურ ენაზე იყო. დღეიდან კი, ბრაუზერი Windows-ის პლატფორმაზეც ჩაეშვა. თან – ქართულ ენაზე.

ახალი ბრაუზერის უპირატესობასა და ფუნქციებზე Stack-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ლალიაშვილმა „იმედის დღესთან“ ისაუბრა.

„Stack-ი მორგებულია ინტერნეტთან მომუშავე ადამიანების ქცევაზე. ჩვენ შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ ბრაუზინგს და ბევრად მეტ დროს – ერთი და იგივე ვებაპლიკაციების გამოყენებას. როგორიცაა, მაგალითად, Facebook-ი, Messenger-ები, Email-ი… ამ აპლიკაციების ერთდროულად გამოყენება უფროდაუფრო საჭირო ხდება ინტერნეტმომხმარებლებს შორის. სწორედ ამისთვისაა ყველაზე მოსახერხებელი Stack-ი“, – განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.

ქართული ბრაუზერი გასულ წელს 5 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა.

წყარო

loading...
Next Post

დაავადება ჩინეთში რომლის წარმოშობის მიზეზი და ეფექტური მკურნალობის მეთოდი ექიმებმა ვერ დაადგინეს

გაზიარება ტექნოლოგიურმა წინსვლამ სიკეთესთან ერთად […]