რობოტი-ძაღლი სინგაპურის პარკში დისტანცირების წესების დაცვას აკონტროლებს

geoinformer

Boston Dynamics-ის რობოტი-ძაღლი

Loading...

ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის რობოტი-ძაღლი Spot-ი სინგაპურის პარკში დისტანცირების წესების დაცვას აკონტროლებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სინგაპურში პარკში ინდივიდუალური სეირნობა არ აკრძალეს. Spot-ი პარკის სტუმრებს წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებას უმეორებს: „თქვენივე და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაიცვათ სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანცია“.

გარდა ამისა, რობოტი პარკის სტუმრებს ხელების დაბანის აუცილებლობის შესახებ ატყობინებს. Spot-ს ადამიანებს შორის მანძილის შეფასება შეუძლია, სპეციალური კამერა კი პარკში მყოფთა რაოდენობას ითვლის.

წყარო

loading...
Next Post

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

გაზიარება Loading... მეორე მსოფლიო ომის […]