ასტრონომებმა იუპიტერის ყველაზე მკაფიო ფოტო გადაიღეს

geoinformer

იუპიტერი

Loading...

ასტრონომებმა იუპიტერის ახალი ფოტო შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინფრაწითელ დიაპაზონში სურათი ჰავაიზე არსებულმა ტელესკოპმა​ Gemini North გადაიღო. ეს დედამიწიდან გადაღებული პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო გამოსახულებაა. მაღალი ხარიხის მისაღებად მეცნიერება გამოიყენეს მეთოდი სახელწოდებით „იღბლიანი გამოსახულება“, რომელიც დედამიწის ატმოსფეროთი გამოწვეულ ხარვეზებს ანეიტრალებს.

სპეციალისტები ობიექტის რამდენიმე სურათს იღებენ, თუმცა ინახება მხოლოდ ის ფოტოები, რომლებზეც ატმოსფეროს გავლენა მინიმალურ დონეზეა. შემდეგ კი ყველა „იღბლიანი“ კადრის მოზაიკის აწყობით ობიექტის მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იღებენ.

წყარო

loading...
Next Post

გასული დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ფაქტი გამოვლინდა

გაზიარება Loading... შინაგან საქმეთა სამინისტროს […]