სტუდენტების ინიციტივა, გლეხების მხარდაჭერა და პროდუქტის რეალიზება. გიორგი ედიშერაშვილი

geoinformer

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მართველობის სტუდენტური ინიციატივა, საქართველოს მთავრობას და ქსელურ სასურსათო მაღაზიებს.
image
როგორც ყველასათვის ცნობილია ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდულია კონტაქტები და ძნელდება სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ერთობლივი რეალიზების შესაძლებლობა . გლეხებს მოწეული პროდუქციის რეალიზება სამართლიანად დაწესებული საკარანტინე შეზღუდვების გამო პრაქტიკულად არ შეუძლიათ. აღნშნულიდან გამომდინარე სტუდენტები გამოვდივართ ინიციატვითა და შეთავაზებით, რომ მაქსიმალურად იქნეს ქსელური სასურსათო სავაჭრო ობიექტების რესურსის გამოყენება, რაც გლეხების მიერ მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის სასურსათო ობიექტებზე რეალიზებას გულისზმობს. ჩვენ მივიჩნევთ რომ აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთგვარი შესაძლებლობა გლეხებისათვის და გარკვეულწილად შეამსუბუქებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ისიც რომ ფერმერები დროებით ბაზარზე ვერ მოახდენენ დიდი რაოდენობის პროდუქტის რეალიზებას, ვინაიდან ამით გაიზრდება ერთ ადგილზე დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრის რისკი, რაც თავისმხრივ ცალკე პრობლემებს უკავშირდება.
image
იდეის ფარგლებში მივიჩნევთ რომ გლეხსა და ქსელურ სასურსათო მაღაზიებს შორის აუცილებელია გაჩნდეს საორგანიზაციო, საკორდინაციო მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ორგანიზებულად და ყველა წესის დაცვით მოხვდება პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება. შუამავალი რგოლის ძირითადი მოვალეობა იქნება გლეხის ხელშეწყობა და მათ მიერ ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზებაში დახმარება.
image
იმ შემთხევავში, თუ მთავრობა და ქსელური სასურსათო მაღაზიების წარმომადგენლები გაიზიარებენ ჩვენი კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთავაზებული იდეის წარართვა. სტუდენტები მივიჩნევთ რომ მთავარობის მხირდან აღნიშნული ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში ფართოდ მოხდება სოფლად მოწეული ქართული პროდუქტის პოპულარიზება და ამავდროულად იმ დიდი დანაკრგის მცირედით შევსება, რაც ფერმერებმა მოცემულ სიტუაციაში მიიღეს.

Loading...

0

loading...
Next Post

ექიმებში კორონავირუსის შემთხვევები 72-მდე გაიზარდა

გაზიარება Loading... თბილისის ინფექციური საავადმყოფოს […]