10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

geoinformer

Loading...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. პლანეტების მფარველობა და პარტნიორების მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ მომგებიანი ოპერაციის განხორციელებას და გავლენიანი ადამიანის კეთილგანწყობის დამსახურებას.

კურო

ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს.

ტყუპები

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ. ტყუპ მამაკაცებს, რომლებიც პედაგოგიურ და კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ფინანსური წარმატება ელით. ამ დღეს დაუჯერებლად იოლად მოიპოვებთ იმას, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ. რთული სიტუაციიდან გამოსავალს გონიერება და ინტუიცია გაპოვნინებთ.

კირჩხიბი

მოულოდნელი ცვლილება გაიძულებთ, თქვენთვის უცნობი საქმით დაკავდეთ და მთელი დღე მუშაობაში გაატაროთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომა დაფასდება, რადგან საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ერიდეთ ტყუილს და ღალატს – როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.

ლომი

ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა. სწრაფად და ადვილად შეძლებთ თქვენთვის ხელსაყრელი პროექტების განხორციელებას და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან კეთილგანწყობის მოპოვებას. ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაუჯერებლად ადვილად მიაღწევთ იმას, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ. კაერგიიქნება თუ სრულფასოვან დასვენებაზე იფიქრებთ. ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

სასწორი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ ყოველდღიური საქმეები მშვიდად აკეთოთ და დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. ის, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ, დღეს ადვილად შეძლებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თუმცა მისი ოდენობა არ დაგაკმაყოფილებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, მკურნალიბის დაწყებისა და გარემოს შეცვლისთვის. ძალები დაზოგეთ – ბედის უეცარი შემობრუნება გელით. ახლა ყველაზე მეტად მეგობრების წრეში გართობა და ხმაურიანი წვეულებები გესაჭიროებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტისთვის, ასევე სეირნობისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუიალებას მოგცემთ და დადებითი ემოციებით აგავსებთ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების მოწყობაზე დაფიქრდთ.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატების მომტანია. ამ დღეს ქალებს ვენერა მფარველობს, თუმცა ლომებთან და მერწყულებთან ურთიერთობის დროს მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მამაკაცებს სიახლე ელით, რომელიც პირად ცხოვრებაში პერსპექტიურ ცვლილებებს შეიტანს.

მერწყული

ხელსაყრელია პროფესიული და შემოქმედებითი აქტიურობისთვის. იწყება განახლების პერიოდი. ახალი, პერსპექტიული კავშირები საშუალებას მოგცემთ, წინა წლების კრიზისული პერიოდიდან გამოხვიდეთ. პირადი ურთიერთობები თანდათან მყარდება და უმჯობესდება. ახალ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს შეიძენთ.

თევზები

ამ დღეს ემოციების შეკავება და სიტუაციის გაკონტროლება გიჭირთ. ფრთხილად იყავით, შეიძლება ამით ვიღაცამ ისარგებლოს. შესაძლოა, ახალი ჭეშმარიტება აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეცვლის და ყველაზე მძიმე სიტუაციებში დაგეხმარებათ.

loading...
Next Post

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ

გაზიარება Loading... ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, […]