რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე II

geoinformer

რუსეთი
XIV- XV საუკუნეში რუსეთში ცენტრალიზებული ეროვნული სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობდა. მოსკოვის დიდი მთავრის, ივანე III- ის ( 1462- 1505) ზეობისას ქვეყანა მონღოლთა ქატონობისგან გათავისუფლდა.

Loading...

image

1480 წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ ერთმანეთს. ( ამ დაპირისპირებამ “ უგრაზე დგომის ” სახელი მიიღო. ამის შემდეგ მონღოლები რუსეთში აღარ შეჭრილან.
რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე 1

image

მონღოლთა ქვეყნიდან განდევნის მიუხედავად, მათმა ბატონობამ მეტად ღრმა კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში. მონღოლთა ბატონობის პერიოდში რუსეთში შეიქმნა საფოსტო გზების ქსელი, შემოიღეს მოსახლეობის აღწერა, საგადასახადო სისტემა. რუსი მთავრების რაზმების სამხედრო ორგანიზაცია მონღოლური ჯარისას ეყრდნობოდა. ძლიერი აღმოსავლური გავლენა XVIII საუკუნემდე გაგრძელდა, სანამ რუსეთის მეფეებმა, პირველ რიგში, პეტრე I _ მა, არ წამოიწყეს ქვეყნის ევროპეიზეციის პროცესი, თუმცა ამ პროცესის შედეგად არ მომხდარა მთლიანად რუსული საზოგადოების გარდაქმნა.

image

მოსკოვის სამთავროს შეუერთდა ნიჟნი ნოვგოროდი, ტვერი, ნოვგოროდი, რასაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ნოვგოროდი გერმანულ ქალაქებს შორის _ ჰანზას ვაჭრობაში იყო ჩართული, რასაც ამ ქალაქის დიდ შემოსავალს უზრუნველყოფდა.
გაძლიერებული მოსკოვის დიდი დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ მართლმადიდებლურ სამყაროს წინამძღოლობაზე რუსეთმა გამოთქვა პრეტენზია. XV საუკუნის ბოლოსათვის მოსკოვის სამთავრო ევროპის აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.რუსეთის ცენტარილაციის პროცესი დასრულდა ივანე IV მრისხანეს ( 1547- 1584) გამგებლობის ხანა. მან პირველმა მიიღო “ სრულიად რუსეთის მეფის ” ტიტული. Ერთი მხრივ ის იყო ჭკვიანი და გამჭრიახი პოლიტიკოსი, ხოლო მეორე მხრივ, სისხლიანი და შეშლილი ტირანი. მისი მმართველობის დასაწყისი მშვიდობიანი რეფორმების პერიოდია. Მან შეადგინა სამართლის კოდექსი (სუდებნიკ), შექმნა ელიტური საჯარო კორპუსი ( სტრელცი) ფეოდალურ წარმომადგენლობაზე დამყარებული პირველი რუსული პარლამენტი. ( ზემსკი სობორ). მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა რელიგიის სფეროში, რომლითაც მთელ ქვეყანაში შემოიღეს ერთიანი საეკლესიო წესები და რიტუალები. მისი მეფობის პერიოდში გამოიცა პირველი რუსული წიგნი.

image

1552 და 1556 წლებში ივანე IV _ მ მოახდინა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შემოუერთა. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ივანე IV – მ წამოიწყო ხანგრძლივი, 24 – წლიანი ომი შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის კოალიციის წინააღმდეგ, რომელიც ლივონიის ომის სახელწოდებითაა ცბილი და რომელიც რუსეთისათვის უშედეგოდ დამთავრდა : ქვეყნისათვის ამ ომს არანაირი ტერიტორიული შენაძენი არ მოუტანია და დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ივანე IV-ის მიერ “ ოპროჩნინის ” შექმნა. ეს იყო რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უშუალოდ იმართებოდა მეფისა და მისი მოხელეების, ოპრიჩნიკების მიერ.

image

ოპრიჩნიკების არაერთი სისხლიანი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მრავალი რუსი ფეოდალი და გლეხი მათი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ოპრიჩნინის სისტემას ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს იმ რუს დიდგვაროვანთა წინააღმდეგ მიმართულ ონისძიებად, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მეფის აბსოლუტიზმს. მეორე ნაწილი კი, მასში მეფის ფსიქიური ავადმყოფობის გამოვლინებას ხედავს.
ივანე მრისხანეს გარდაცვალებიდან სულ მალე დასრულდა რიურიკოვიჩების დინასტიის მეფობის ხანა. მას მოჰყვა არეულობები ქვეყანაში. ცნობილი ე. წ. “ შფოთის დროის ” სახელით, სანამ 1613 წელს, რომანოვების ახალი სამეფო დინასტიის წარმომადგენელმა არ დაიკავა ტახტი.
(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

0

loading...
Next Post

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი არის მოთავსებული

გაზიარება Loading... ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ […]