ცხელი წყალი მიწიდან – გოგირდის აბანო ვანში

geoinformer

ქალაქი ვანი, რომელიც მდებარეობს იმერეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლი, გარდა ამისა მისი ტერიტორია ხასიათდება უხვი გოგირდის წყლებით.მაგალითად, სოფელ ბზვანში, ვანიდან 10 კილომეტრის დაშორებით, მდინარე რიონთან ახლოს, მიწიდან ამოედინება 41 გრადუსი ტემპერატურის გოგირდის წყალი, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს.

Loading...

აქ აბაზანების მისაღებად სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან ადამიანები, ყველა სეზონზე.თორნიკე ტაკიძე თბილისიდან ჩამოვიდა. მან თქვა რომ გოგირდის აბანოს შესახებ ფეისბუქიდან გაიგო.„ვიყავი თბილისში სამსახურში, ავიღე შვებულება და წამოვედი რომ გამეტარებინა აქ, ორი დღე, ამ ულამაზეს ადგილას. სასარგებლოა სახსრებისთვის და ჯანმრთელობისთვისაც კაია“.
იორამ თარხან-მოურავი

გეოლოგი ნოდარ ცერცვაძე 70 წელია საქართველოს მინერალურ წყლებს სწავლობს. ის ამბობს, რომ რაც უფრო ღრმადაა წყალი, მით მეტია ტემპერატურა და საშუალოდ, ყოველ 30 მეტრ სიღრმეზე ტემპერატურა 1 გრადუსით მატულობს.
„მიწისქვეშა წყლები, ქანებთან ურთიერთობის დროს მდიდრდება გოგირდწყალბადით, ქლორით, სულფატებით, კიდროკარბონატით, კარბონატით, თუ კირქვებშია უფრო კარბონატული წყლებია, თუ თიხებშია უფრო არის გოგირდწყალბადიანი, მარილიანი. ეს არის ვულკანური პროცესების შემდგომი პროცესი“.

ნოდარ ცერცვაძე

გოგირდის აბანო, რომელზეც გესაუბრებით, სოფლებ ბზვანსა და სოფელ ამაღლებას შორის მდებარეობს, ცენტრალური გზიდან 1 კილომეტრის დაშორებით. გარდა ამ აუზიანი აბანოსი, ცენტრალური გზის პირას კიდევ მდებარეობს ორი აბანო. კომუნისტების პერიოდში აქ კურორტი იყო მოწყობილი და ბევრი ტურისტი ჩადიოდა. ამჟამად, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, თუმცა მდინარე რიონთან მყოფი გოგირდის აუზში, ღია ცის ქვეშ აბაზანის მიღება ყოველთვისაა შესაძლებლი.

გოგირდის აბანო ვანში

გოგირდის აბანო ვანში

გოგირდის აბანო ვანში

0

loading...
Next Post

რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ, მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან

გაზიარება Loading... საქართველოს თავდაცვის მინისტრი […]