რა უცნაურია ცხოვრება, ეს რომ ბებიაჩემს მოსწრებოდა, ახლა “ამ” გერმანელების ფასი არავინ ეყოლებოდა!!!

geoinformer

image
ფეისბუქმომხმარებელი ნინო კვაჭანტირაძე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საკუთარი ნათესავის საფლავის ფოტოებს აზიარებს, რომელიც გერმანიაშია გადაღებული და წერს:
“რაც ბებიაჩემს გერმანელები ყავს ნაწყევარი ერთიც რომ ასრულებულიყო, ახლა მიწასთან გასწორებული უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა. ორი ძმა კოლია და ვასო ომში უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. ვასო იტალიაში ფორე მოსულიშვილთან იბრძოდა და რამდენიმე წლის წინ დავადგინეთ, რომ იტალიაში, ლაგომაჯორის ტბასთან საძმო სასაფლაოზე ყოფილა დაკრძალული, კოლიას საფლავს კი ჩემმა მამიდაშვილიშვილმა – გერმანიაში სასწავლებლად მყოფმა ალექსანდრე აბესაძემ მიაგნო. ეს ფოტოები დღესაა გადაღებულიქალაქ ეიზენახში კოლია ხომერიკის საფლავზე, სადაც ალეკოს გერმანელი მეგობრები მისულან, საფლავი გაუწმენდიათ, ყვავილები მიუტანიათ და პატივი მიუგიათ ჯარისკაცის ხსოვნისთვის…
რა უცნაურია ცხოვრება, ეს რომ ბებიაჩემს მოსწრებოდა, ახლა “ამ” გერმანელების ფასი არავინ ეყოლებოდა!!!

Loading...

image

image

0

loading...
Next Post

სიყვარული და სიკვდილი – ლეგენდა 2 დის შესახებ (რატომ „დადის“ სიკვდილი ცელით)

გაზიარება დიდი ხნის წინ, ვიდრე […]