სიყვარული და სიკვდილი – ლეგენდა 2 დის შესახებ (რატომ „დადის“ სიკვდილი ცელით)

geoinformer

დიდი ხნის წინ, ვიდრე ქალაქები პლანეტას დაიპყრობდნენ და კაცობრიობა ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ერთ შორეულ სოფელში, ტყეებსა და მინდვრებს და მთებსა და ბორცვებს შორის, იდგა სახლი, რომელშიც 2 და ცხოვრობდა. უმცროსს დას სიყვარული ერქვა, უფროსს – სიკვდილი. ისინი ქვეყანაზე ყველაზე ლამაზები იყვნენ და ყველაზე გენიალური შემოქმედის – ბუნების, ნამდვილ შედევრებს წარმოადგენდნენ.

Loading...

image

დებს არ უნდოდათ საკუთარი სილამაზის დაკარგვა და ბუნების კანონების მორჩილება. ამიტომ, მათ, ყველასგან მალულად, მარადიული სიცოცხლის ელექსირის შექმნა გადაწყვიტეს… არაერთი ექსპერიმენტის და ხანგრძლივი შრომის შემდეგ, როგორც იქნა, ჩანაფიქრი განახორციელეს და ოქროსფერი ნაყენი თაროზე დადგეს. მეორე დღეს ის დებს ერთად უნდა მიეღოთ. მაგრამ, სიკვდილი შურმა და სიძუნწემ შეიპყრო. მას სურდა, რომ ქვეყანაზე, ერთადერთი უკვდავი მხოლოდ ის ყოფილიყო… სიკვდილმა წამალი აიღო, მინდორში წავიდა, კოლბა გახსნა და რაც შიგნით იყო, მთლიანად დალია… და ის, მართლაც უკვდავი გახდა. სიკვდილს არ შეეძლო გარდაცვალება. თუცა, მისი სხეული დაბერებას განაგრძობდა… დროთა განმავლობაში, ძვლებმა გაქვავება დაიწყო, სხეულის სხვა ნაწილებმა კი – გახევება. ნელ–ნელა სხეული ჩამოეშალა და ერთ დროს ულამაზესი ქმნილებისგან, მხოლოდ ჩონჩხიღა დარჩა. მაშინ სიკვდილმა შავი ლაბადა მოისხა, ცელი აიღო, რომ გაუვალ მინდვრებში და ტყეებში თავისთვის სავალი გზა გაეწმინდა და ადამიანების დასახლებას გაეცალა.
სიყვარულმა კი, მას შემდეგ, რაც ნახა, თუ რა დაემართა მის დას, ელექსირის სრულყოფა გადაწყვიტა… ერთ მშვენიერ დღეს კი, მიხვდა, რომ მარადიულად სიცოცხლე მხოლოდ სხვა ადამიანებში შეიძლებოდა. იქიდან მოყოლებული, სიყვარულმა ბინა ადამიანების გულებში დაიდო. ხოლო, შურიანმა სიკვდილმა მათი დაშორება დაიწყო და ამას დღემდე აგრძელებს…

image

image

image
ცხოვრების ინსტრუქციათუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იმას არ ნიშნავს, რომ ვალი არა გაქვთ…გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღვთის სამსჯავროზე…

image

0

loading...
Next Post

ერთერთი ჩვევა, რომელიც ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის ან წყვილის დაშორების მიზეზი

გაზიარება გოგონების და ქალების დიდი […]