უმოწყალო მევახშე– ქრისტეს იგავებიდან

geoinformer

image
“ცათა სასუფეველი იმ მეფეს ჰგავს, რომელმაც თავის მონებს ვალები მოჰკითხა .მოუყვანეს მას ერთი მონა, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი.რაკი მონას ფული არ გააჩნდა, რომ მისთვის გადაეხადა, მეფემ ბრძანა, გაეყიდათ მონის ცოლ-შვილი და ყოველივე, რაც ჰქონდა და ვალში მიეცათ. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: ” სულგრძელობა გამოიჩინე, მეფეო, და როგორმე გადაგიხდი ვალს”. მეფეს შეებრალა მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. მონა რომ გამოვიდა, შეხვდა თავის თანამოძმე მონას, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა. დაიჭირა და ახრჩობდა, ჩქარა ვალი გადამიხადეო. პირქვე დაემხო საბრალო მეგობარი და ემუდარებოდა: სულგრძელობა გამოიჩინე და ვალს გადაგიხდი როგორმეო, მაგრამ მან არ შეისმინა მისი ხვეწნა და სავალო ციხეში ჩააგდებინა თანამოძმე, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა.
ეს ამბავი რომ სხვა მონებმა დაინახეს, ძლიერ შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს, რაც მოხდა, მაშინ მოუხმო უწყალო მონას მეფემ და უთხრა:”ბოროტო მონავ, მთელი ვალი გაპატიე, რაკი შემევედრე. განა არ შეგეძლო შენი თანამოძმე მონა ისე შეგეწყალებინა, როგორც შენ შეგიწყალე?
გაბრაზებულმა მეფემ ბრძანა ეს უწყალო მონა ჯალათებისთვის გადაეცათ და სავალო ციხეში ჩაეგდოთ, ვიდრე არ გადაიხდიდა, რაც ემართა.”

Loading...

image

ამ იგავის მორალი გვასწავლის რომ უნდა ვისწავლოთ ადამიანებისადმი ჩვენს წინასე ჩადენილი ცოდვების მიტევება.მით უმეტეს მაშინ, თუ მუხლ-მოდრეკილნი გვთხოვენ პატიებას.ყურადღება მივაქციოთ სასჯელის ზომას და უფლის კაცთმოყვარეობას.უღირსი კაცისთვის მიტევებამ რა მოიტანა?–ის, რომ მონა ჩავარდა ბოროტებაში.ვინც ბოროტებაზე მყარად დგას, ის ვერ მიიღებს პატიებას.პატიება რომც არ ეთხოვა, კაცთმოყვარე ღმერთი მას მაინც აპატიებდა ცოდვებს. ბრძანება– გაეყიდათ მისი ცოდვები, ნათქვამი იყო მის შესაშინებლად, გამოსაცდელად, რათა იგი მოექცია ლოცვისა და სიმშვიდისკენ.
შეწყალებული იქნა მონა, მაგრამ შეწყალებამ შედეგი არ გამოიღო, მან დახრჩობა დაუპირა თანამოძმეს. ღმერთთან ვინც ახლოა, არასოდეს იქნება უწყალო.მიუხედავად იმისა რომ ბევრად ბევრი აპატიეს (ათი ათასი ტალანტი), ის სულ მცირესაც ( ასი დინარს) არ პატიობს თვის თანამოძმეს . არამცთუ მიუტევებს არცკი გადაუვადებს გადახდას მაშინ, როცა ეს თანამოძმე იგივე სიტყვებით თვითონ გადარჩა.
კაცთმოყვარე ბატონი იმიტომ სჯის მონას რომ ამით გვიჩვენოს, არა მისი უგულობა, არამედ თავად მონის სიმკაცრე და უგონოება, რომელმაც უკუაგდო ღვთიური მადლი.

image

0

loading...
Next Post

(ვიდეო)-დედაჩემი დგას და პირჯვარს მსახავს... - როგორ გამოაცილეს ირაკლი სახლიდან

გაზიარება Loading... “კაცების” ერთ-ერთი წამყვანი, […]