სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა და სახელმწიფოთა ურთიერთკავშირის ფორმები

geoinformer

image
სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა –

ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ორგანიზება, სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთობა.გამოყოფენ ტერიტორიულ – სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის 3 ძირითად ფორმას:

Loading...

1.უნიტარულ ფორმას;

2.რეგიონალისტურ ფორმას;

3.ფედერაციულ ფორმას.

უნიტარული სახელმწიფოებია:

ფინეთი, შვედეთი, ისლანდია და სხვ.

რეგიონალისტური სახელმწიფოებია:

ესპანეთი, იტალია…

ფედერაციული სახელმწიფოებია:

ბრაზილია, კანადა, მექსიკა, აშშ. გერმანია, რუსეთის ფედერაცია და ა. შ.

უ ნ ი ტ ა რ უ ლ ი სახელმწიფო

უნიტარული სახელმწიფო დაყოფილია და შედგება მხოლოდ ადმინისტრაციული ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულებისგან, ისინი უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებიან, რომლებსაც არ აქვს სახელმწიოფოებრიობის რაიმე ნიშანი. ყველა ერთეულს თანაბარი იურიდიული სტატუსი აქვს, მათი ორგანოები მთელი სახელმწიფო აპარატის სტრუქტურული ნაწილია. მათ არ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები.

რ ე გ ი ო ნ ა ლ ი ს ტ უ რ ი მოდელი

რეგიონალისტურ მოდელში კონსტიტუციით არის განაწილებული უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის.ამავე დროს რეგიონალიზმი საკმაოდ შუალედური, თვითმყოფადი ფორმაა ტერიტორიული ორგანიზაციის უნიტარულ და ფედერაციულ სისტემებს შორის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ესპანეთისა და იტალიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზაცია, რომელიც ერთგვარად გამოეყო უნიტარიზმის თეორიულ კონცეფციას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ფედერალიზმთან მისი გაიგივება.

ფ ე დ ე რ ა ც ი უ ლ ი სახელმწიფო

ფედერაციული სახელმწიფოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დაყოფილია ორმოცდაათ ტერიტორიულ ერთეულად (შტატად), ისინი არიან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები სუვერენიტეტის გარეშე.მათ გააჩნიათ ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები.აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, სასამართლო…
ფედერაციულ სახელმწიფოში საერთო ფედერალურ დონეზე სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს ორ-პალატიანი საკავშირო წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ზედა პალატა, უმაღლეს წარმომადგენლობაში გამოხატავს ფედერაციის სუბიექტების ინტერესებს.

სახელმწიფოთა ურთიერთკავშირის ფორმები

კონფედერაცია

კონფედერაცია ეწოდება სახელმწიფოთა ისეთ კავშირს, როცა წევრი სახელმწიფოები სრულად ინარჩუნებენ სახელმწიფო სუვერენიტეტს და აქვთ კავშირიდან ცალმხრივი, უპირობო გასვლის უფლება.
კონფედერაციაში არ არსებობს კონფედერაციული სახელმწიფოს ერთიანი ტერიტორია.
ყველა წევრ სახელმწიფოს გააჩნია თავისი ტერიტორია.

თანამეგობრობა

თანამეგობრობა სახელმწიფოთა ისეთი ორგანიზებული გაერთიანებაა, რომელსაც ახასიათებს ერთგვაროვანი ნიშნები.
სახელმწიფოთა თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას ეფუძნება და თანამეგობრობის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

0

loading...
Next Post

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება Loading... რას გვირჩევენ ვარსკვლავები […]