ვერცხლი – ვირუსის წინააღმდეგ (10 საინტერესო ფაქტი)

geoinformer

ვერცხლის ბაქტერიციდული თვისების შესახებ, ბაქტერიების აღმოჩენამდე, მრავალი საუკუნით ადრე იყო ცნობილი! ამის შესახებ, გათხრების დროს, უძველესი ჭების ფსკერზე აღმოჩენილი უამრავი ვერცხლის მონეტა მეტყველებს. ხოლო, XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში, ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ვერცხლის იონებს 350 სახეობაზე მეტი დაავადების გამომწვევი ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამჟამად, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, ვერცხლის მიერ განადგურებული, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეობათა რაოდენობა 650-ს აჭარბებს. კვლევები ამ მიმართულებით ისევ გრძელდება. ხოლო, ვირუსოლოგები გზებს ეძებენ, რომ სასწაულმოქმედი ლითონის ბაქტერიოციდული თვისება, უპირველესი მნიშვნელობის პრობლემის – ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ.

Loading...

image

ეს წარსულში იყო…
1. ძველი ეგვიპტელი მკურნალები ჭრილობების შესახორცებლად ვერცხლის ფირფიტებს იყენებდნენ, რომელსაც პაციენტებს დაზიანებულ კანზე აკრავდნენ.2. ძველ დროში და II მსოფლიო ომის დროს, მედიკამენტების დეფიციტის პირობებში, ჭრილობებს «ვერცხლის წყლით» (ასეთი წყლის მოსამზადებლად, წყლის ვერცხლის ჭურჭელში ჩასხმა, ან 1 ლ. წყალზე, 3 გრ. 9999 სინჯის ვერცხლის ნივთის ჩაგდება არის საჭირო. რედ.) ამუშავებდნენ, რითაც დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის პროცესს აჩქარებდნენ.3. ძველ დროში, ოქროს მაღალი ღირებულების მიუხედავად, საექიმო საქმიანობაში, უფრო მეტად ვერცხლი ფასობდა. კეთილშობილი «თეთრი» ლითონი მაგიურად ითვლებოდა, ხოლო ვერცხლის სამკაული, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად და სტრესის მოსახსნელად გამოიყენებოდა.4. ხოლო, ვერცხლის მონეტა კბილის ტკივილის გასაყუჩებლადაც გამოიყენებოდა: პაციენტს ის კბილზე უნდა მიედო და მანამდე უნდა გაეჩერებინა, ვიდრე ტკივილი არ გაუვლიდა.
ვერცხლი და მისი შენადნობები სტომატოლოგიაში დღესაც ფართოდ გამოიყენება. მაგ., ვერცხლის ნიტრატი კარიესის სამკურნალოდ და კბილის არხების სტერილიზებისთვის გამოიყენება, ხოლო ვერცხლის ფხვნილი – ფესვის არხების საბჟენი, ზოგიერთი სახეობის გასამაგრებელი პასტების შემადგენლობაში შედის.
აწმყოზე და მომავალზე
5. როგორც აღვნიშნეთ, ვერცხლის იონებს ზეგავლენის მოხდენა 650–ზე მეტი სახეობის მიკრობზე (სტაფილოკოკები, დიზენტერია, მიცლის ტიფი და ა. შ.) შეუძლია. მაშინ როდესაც, ანტიბიოტიკის ერთ, კონკრეტულ სახეობას, დაახლოებით, 10 სახეობის ბაქტერიის განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია და კუჭის მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს.6. კოლოიდური ვერცხლის ხსნარი (ვერცხლის ნანო ნაწილები, დისპერგირებულ ხსნარში. რედ.) სხვადასხვა გენეზისის ტრამვების, კანის დაავადებების, დიაბეტის, გასტრიტის, ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.7. «ღორის გრიპის» (H1N1 ვირუსი) მასშტაბური ეპიდემია, რომელიც 2009 წელს მძვინვარებდა, იაპონელი მეცნიერების მიერ, ვერცხლის ნანონაწილაკების ანტივირუსული მოქმედების შესწავლის მიზეზი გახდა. აღნიშნულმა კვლევამ, ნანოვერცხლის ვირუსებზე მოქმედების ინჰიბიტორული (შემაკავებელი) ეფექტი გამოავლინა, რამაც შემდგომში, მსგავსი ვირუსების განადგურების სამედიცინო საშუალებების შექმნას დაუდო საფუძველი.8. ვერცხლის თვისებების კვლევა, ვირუსების მოქმედების დეაქტივიზაციის მიმართულებით, დღესაც გრძელდება…
სადღაც, მსოფლიოში…
9. იაპონია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების, ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში, შენობაში ჰაერის დამატებითი გაწმენდის მიზნით, კონდიციონერების წარმოებაში ვერცხლს იყენებს.
10. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწავლობენ ბიო (კლასტერული ვერცხლი – ვერცხლის ნაწილაკები, რომლის სიდიდე რამდენიმე მიკრომეტრს არ აღემატება. რედ.) ვერცხლის თვისებებს და ვერცხლის შემცველ პარაფარმაცევტულ (წამლის სტატუსის არ მქონე, სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), კოსმეტიკურ და ვეტერინარულ პრეპარატებს აწარმოებენ.
ხოლო, სამხ. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ვერცხლს… მიირთმევენ კიდეც! ვერცხლის ანტიბაქტერიალური თხელი ფოლგა როგორც საკონდიტრო ნაწარმის გასაფორმებლად, ისე ტკბილეულის მოსამზადებლად გამოიყენება.

image

image

image
ვერცხლის მაგია. რატომ არის აუცილებელი ვერცხლის სამკაულის ტარება«ვერცხლის ფარაონი» – ყველაზე გავლენიანი ფარაონებს შორისრა უნდა გავაკეთოთ, რომ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უსაფრთხო იყოს (გარეცხვა საკმარისი არ არის)

image

0

loading...
Next Post

გადაბრუნებული თერმომეტრის'' ისტორია ანუ რატომ იზომება ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსებში

გაზიარება ანდერს ცელსიუსი გამოჩენილი შვედი […]