გადაბრუნებული თერმომეტრის” ისტორია ანუ რატომ იზომება ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსებში

geoinformer

ანდერს ცელსიუსი გამოჩენილი შვედი ასტრონომი, გეოლოგი და მეტეოროლოგი იყო. ის 1701 წლის 27 ნოემბერს დაიბადა შვედეთის ქალაქ უპსალეში. უპსალის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანდერსი ამავე უნივერსიტეტში დარჩა სამუშაოდ პროფესორის რანგში და იქ მოღვაწეობდა სიცოცხლის დასასრულამდე.

Loading...

image

1716 წლიდან დაწყებული, ის რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ჩრდილოეთის ნათებას და 1733 წელს გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები. კომპასის მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ჩრდილოეთის ციალის ინტენსიურობა დაკავშირებულია მაგნიტური ველის ცვლილებასთან.
იმავე წელს ცელსიუსი სამოგზაუროდ გაემართა ეკვატორზე, რათა შეემოწმებინა და დაემტკიცებინა ნიუტონის ჰიპოთეზა დედამიწის ელიფსოიდური ფორმის შესახებ.

1736 წელს მეცნიერი ლაპლანდიაში გაემართა მერიდიანების გასაზომად.

image

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ანდერს ცელსიუსმა უპსალის უნივერსიტეტში დააარსა ობერსვატორია, რომლის ხელმძღვანელიც თავადვე იყო წლების განმავლობაში. ობერსვატორიაში მეცნიერი თავის შეგირდებთან ერთად აკვირდებოდა ვარსკვლავებს და ახდენდა მათი სიკაშკაშის გაზომვას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ანდერს ცელსიუსს იცნობს მსოფლიოს თითქმის ყველა ადამიანი, ესაა მის მიერ გამოგონებული თერმომეტრის შკალა, დაყოფილი ას გრადუსად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ცელსიუსმა მასში წყლის დუღილის ტემპერატურად მიიჩნია ნული გრადუსი, ხოლო დნობის ტემპერატურად ასი გრადუსი. თუმცა სკალის ეს სახე არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა და მოგვიანებით მეორე შვედმა – ბიოლოგმა კარლ ლინეიმ თერმომეტრი “გადააბრუნა” და გახადა ისეთი, როგორი სახითაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. მიხეილს ლომონოსოვის მიერ შემოთავაზებული იყო ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურას შორის 150°-ანი მანძილი. ლამბერტს კი ჰაერის თერმომეტრის (რომელიც 375°-იანი სკალისგან შდგებოდა და რომლის ერთი გრადუსი ჰაერის გაფართოების ერთ მეათასედ ნაწილს უდრიდა) გამოგონებაში მიუძღვის დიდი წვლილი. იყო ასევე მცდელობა გამოეგონათ თერმომეტრი, რომელიც მყარი საგნების გაფართოებაზე იმუშავებდა. 1747 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა პ. მუშენბრუგმა გამოიყენა მეტალის გაფართოება სხვადასხვა ლითონის დნობის ტემპერატურის გასაზომად.

image
ფოტოზე: გალილეის თერმომეტრი
მე-18 საუკუნეში თერმომეტრთა განსხვავებული სკალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ლამბერტის ცნობებზე დაყრდნობით მათი რიცხვი 19-ს უტოლდებოდა.
ზემოთ მოხსენიებულ სკალებზე, ყველა მეცნიერი საწყის წერტილს სპონტანურად იღებდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი მეცნიერის კელვინისაგან შემოთავაზებული იყო აბსოლუტური თერმოდინამიური სკალა. კელვინმა ასევე შემოიღო აბსოლუტური ნულის გაგება იმავე წერტილის აღნიშვნით, რომლის დროსაც მოლეკულების სითბური მოძრაობა ჩერდება. ცელსიუსებში ეს –213°C–ის ტოლია.

image
ფოტოზე: ცელსიუსის თერმომეტრი
დღესდღეობით გამოიყენება ცელსიუსის, ფარენჰეიტის (აშშ-ში), და ასევე კელვინის (მეცნიერული კვლევებისათვის) თერმომეტრები. ამ დროს, თემპერატურას ზომავენ იმ ხელსაწყოებით, რომელიც ემყარება სხვადასხვა სითხის, გაზებისა და სხეულების თავისებურებებს და თუკი მე-18 საუკუნეში იყო ტემპერატურის საზომი ხელსაწყოების ბუმი, უკვე რამდენიმე წელია, რაც დაიწყო ტემპერატურის დადგენის სხვადასხვა მეთოდები. თანამედროვეობაში არსებობს უამრავი ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ მრეწველობაში, სამხედრო საქმეში და მეცნიერული კვლევებისთვის —კერძოდ, გაფართოების თერმომეტრები და ლაბორატორიული მოწყობილობები, თერმოელექტრული და წინაღობის თერმომეტრები, რომლებიც ტემპერატურას უკონტაქტოდ ზომავენ.

image
ფოტოზე: უკონტაქტო თერმომეტრი
ცნობისათვის: ცელსიუსი (აღნიშვნა: °C) — ტემპერატურული სკალაა, რომელზეც ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს (101325 პა, ანუ 760 მმ ვწყ. სვ) ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურებს შორის ინტერვალი დაყოფილია 100 ტოლ ნაწილად. ყინულის დნობის ტემპერატურად მიღებულია 0°C, წყლის დუღილის ტემპერატურად კი 100°C. 1°C = 1K (ტემპერატურის ერთეული თერმოდინამიკური სკალის მიხედვით).
ანდერს ცელსიუსი გარდაიცვალა 1744 წლის 25 აპრილს. დაკრძალულია შვედეთში, ქალაქ უპსალეში.

0

loading...
Next Post

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...

გაზიარება Loading... 11 მაისიდან „ბიბლიის […]