დიდოსტატის მარჯვენა თუ დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა?

geoinformer

ჯერ კიდევ არავინ დაობდა ისეთ მარტივ თემებზე, როგორიცაა როგორ გაჩნდა სამყარო? დიდი აფეთქების შედეგად თუ ბუნებრივი ევოლუციით მაიმუნიდან ადამიანზე, ან იქნებ ღმერთმა შექმნა? არავინ იცის. ან კიდევ ისეთი კითხვა, როგორიცაა აზიაა თუ ევროპა საქართველო? ან კიდევ ასეთი, “ვეფხისტყაოსანი” შოთა რუსთაველიმა დაწერა? და ბოლოს ყველა ამ კითხვაზე პასუხი არ გვექნებოდა მანამდე, სანამ არ გაჩნდა საზოგადოებაში ახალი კითხვა, დიდოსტატის მარჯვენაა სწორი თუ დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა. ამის პასუხი არც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემაც არ იცოდა.
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ დიდოსტატის მარჯვენა, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა.
ასე მიმართა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სხვა პროკურორებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე. 9 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა — “ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა: “არ ვიცი”. /წყარო ონ.ჯი/

Loading...

შალვა თადუმაძე

0

loading...
Next Post

Carl Vilhelm Holsøe- ინტერიერი მხატვრობაში

გაზიარება კარლ ვილჰელმ ჰოლსო XIX–XX […]