ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ემზადება ამ შეთანხმების ჩასაგდებად არჩილ თალაკვაძე

geoinformer

loading...

Loading...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი არჩევნების შედეგების დელეგიტიმიზაციაა და სწორედ ამას ცდილობს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ჩაგდებით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილმა დაინახა, რომ ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ემზადება ამ შეთანხმების ჩასაგდებად. მათ არ აწყობთ ხმის მიცემა, ნორმალური არჩევნები.

თუ რატომ არ აწყობთ, ხელის გულზე დევს მაგაზე პასუხი იმიტომ, რომ მათ დღეს აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. პრაქტიკულად, ამ ორ პარტიას ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, სხვებს კი თითზე ჩამოსათვლელი, რომელსაც შეუძლია მისვლა სოფელში, ქალაქში, რაიონში და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ყველას ახსოვს ამ ქვეყანაში ეს ადამიანები რას აკეთებდნენ. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ან ბატონ ბოკერიას, ან ბატონ მელიას ვინმე პირადად მისცემს ხმას და აირჩევს?

არ აწყობთ იმიტომ, რომ მათ დაინახეს, დემოკრატიული არჩევნების გზით, შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ბევრ შედეგს ვერ ნახავენ. მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა. არჩევნების ჩატარება უნდათ ისე, რომ მოხდეს შედეგების დელეგიტიმიზაცია, უნდათ, რომ არჩევნების მიმართ ნდობა იყოს ნოლი,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქვეყნის წარმატება კახა კალაძე

გაზიარება loading... Loading... არ დაუჯეროთ […]