თუ არ ყოფილა ასეთი შეთანხმება ოპოზიციასთან, რატომ ითხოვენ? გეტყვით არჩილ თალაკვაძე

geoinformer

Loading...

შეკითხვაზე რატომ გახდა საჭირო ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაში მართლმსაჯულების პოლიტიზირების საფრთხესთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება და ხომ არ დაინახეს მოლაპარაკების შუამავალმა დიპლომატებმა, რომ მართლმსაჯულებას პოლიტიზირების საფრთხე რეალური იყო, პარლამენტის თავმჯდომარემ ღამის კურიერის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მართლმსაჯულებას პოლიტიზირებისგან იცავს, ხოლო ოპოზიციამ ამ საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა:

დიალოგის დროს ოპოზიციის მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიცია გვაკრიტიკებდა და ითხოვდა, მათ შორის, ფასილიტატორი ელჩებისგან, ეს იყო მართლმსაჯულების საკითხი. მათ 90 კაციანი სიაც კი წარმოადგინეს ე.წ. პოლიტპატიმრების, რომელიც გადავამოწმეთ და იქიდან სულ 5-6 ადამიანი იყო პატიმრობაში. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ამის საფუძვლები არ არის და ოპოზიციას აღარ დარჩა არგუმენტები, აღმოჩნდა, რომ მათ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, რომ კონკრეტული გვარები ჩაწერილიყო ამ შეთანხმებაში.

კითხვაზე, თუ არ ყოფილა ასეთი შეთანხმება რატომ ითხოვენ, გეტყვით რატომ ითხოვენ. ჩვენ როგორც მმართველმა პარტიამ ელჩების ფასილიტაციით ეს მოლაპარაკებები დავასრულეთ წარმატებით და საბოლოო შედეგში აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი, რომ იქ ჩაწერილიყო პოლიტპატიმრები და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, ვერ იქნა მიღწეული და ამავე დროს, მათ დარჩათ აღებული ვალდებულებები თავისი ამომრეჩვლების წინაშე და ასევე, თავის პოლიტიკურ მეგობრებთან. შესაბამისად, როდესაც მოლაპარაკებებიდან გარეთ გამოვიდნენ პირველი რაც გააკეთეს, მათ თქვეს, რომ როგორც იქნა მიაღწიეს პატიმრების გათავისუფლების საკითხს. სხვათა შორის, თუ გაიხსენებთ ჩემი და ჩემი კოლეგების ქართული ოცნებიდან პირველ კომენტარს, ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია და ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიღწეულ შეთანხმებასთან დაკაშირებით, ოპოზიციაში განსხვავებული აზრებია, ნაწილი თვლის, რომ ასეთი შეთანხმება იყო , ხოლო სხვები ამბობენ, რომ კობახიძეს და თალაკვაძეს ამის შესახებ პირობა არ მიუციათ.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ადეიშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინაში რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება?

გაზიარება Loading... უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ […]