ადეიშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინაში რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება?

geoinformer

Loading...

უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნაზე ჩვენ ისეთივე რეაქცია გვექნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გვქონდა, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნას, ჩვენ უკვე გამოვხატეთ პრინციპული პოზიცია სააკაშვილის შემთხვევაში. ეს იყო არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმე, როდესაც ადამიანი გასამართლებულია სისხლის სამართლებრივ საქმეზე და ინიშნება სხვა ქვეყანაში საჯარო თანამდებობაზე, ბუნევრივია, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. თუ ასეთი რამ ადეიშვილთან დაკავშირებითაც მოხდა, ჩვენ ანალოგიური რეაქცია გვექნება. თუმცა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს“, განაცხადა კობახიძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

მთავარი არხი-ს მორიგი ტყუილი, რომელიც ყველამ აიტაცა

გაზიარება Loading... მთავარმა არხმა კიდევ […]