მთავარი არხი-ს მორიგი ტყუილი, რომელიც ყველამ აიტაცა

geoinformer

Loading...

მთავარმა არხმა კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მერიას სანიაღვრე ჭების დამონტაჟება დაავიწყდა. ამასთან დაკავშირებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

ეს არის ჭის თავი. დაახლოებით ასე გამოიყურება, ვიდრე ასფალტის რამდენიმე ფენით დაიფარება.

იგივე სურათი გვექნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის სრულ დამთავრებამდე, რაც ხელს შეუშლიდა ავტომანქანების გადაადგილებას. სწორედ ამიტომ მოხდა ჭის თავების დროებით დაფარვა ასფალტის საფარქვეშ.

გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო რეაბილიიტაციის ბოლო ეტაპი (რაც დაანონსებული იყო ორი დღით ადრე) და ჭის თავები გასწორდება ასფალტის შესაბამის ნიშნულზე.

რასაკვირველია, არ არის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ყველამ იცოდეს, მაგრამ როდესაც მედია ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებას და არც კითხულობს ამბავს, ამას ქვია საზოგადოების მოტყუება და დეზინფორმირება- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

(ვიდეო)-კახა კალაძემ განმარტა, რატომ მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ჭების მოასფალტება და რატომ დგას ავტობუსის გაჩერება გზის შუა ზოლში

გაზიარება Loading... ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე […]