„ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – სოზარ სუბარი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

geoinformer

Loading...

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ ჩვენი შენიშვნები, წინადადებები, სურვილები გავუგზავნეთ სამინისტროს და გვქონდა იმედი, რომ ეს ნაწილობრივ მაინც აისახებოდა გეგმაში. ამ გეგმამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ყველა მოთხოვნა მასში ასახულია. ამ პროგრამაში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო ჩვენი მოთხოვნები და თხოვნები, – ასე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას PosTV-სთან საუბრისას,

ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ, წელში გაიმართონ წვრილ ფერმერულ მეურნეობებს ჰქონდეთ შემოსავალი, მსხვილებს ჰქონდეთ პროდუქცია, რომელსაც გაიტანენ როგორც შიდა ბაზარზე, ისე – ექსპორტზე. ამის შედეგად ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს შეამცირებს ქართული პროდუქტის ფასს, რადგან რაც მეტი იქნება მოსავალი, მით მეტად დაიკლებს ფასი. თუმცა ეს მთლად კარგი ამბავი არაა ფერმერისთვის, გლეხისთვის, რომელსაც მოჰყავს პროდუქტი. თუმცა თუ გვექნება ხარისხიანი მოსავალი და თესლის, სარწყავის დაფინანსება – ხარჯიც ნაკლები ექნებათ და ეს გაზრდის გარე ბაზრებზე პროდუქციის გატანის შანსს” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

loading...
Next Post

ოკუპირებულ ცხინვალში 300 ადამიანი კარანტინშია

გაზიარება Loading... ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, […]