ოკუპირებულ ცხინვალში 300 ადამიანი კარანტინშია

geoinformer

Loading...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, 12 მაისის მონაცემებით, კარანტინში 300 ადამიანია. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ამ დრომდე 23 ადამიანს დაუდასტურდა, 45-ის პასუხს კი ელოდებიან.

მთლიანობაში, გამოკვლევა 388 ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორისაა განმეორებით ჩატარებული ტესტირებები”, – განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

loading...
Next Post

რა შემთხვევაში გამოიყენება პლაზმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

გაზიარება Loading... თბილისის ინფექციური საავადმყოფოს […]