რა შემთხვევაში გამოიყენება პლაზმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

geoinformer

Loading...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი სხვა კლინიკებშიც დაინერგება, თუმცა ის ფართოდ ვერ გამოიყენება, რადგან საშუალოდ 20 გასინჯული დონორიდან შეიძლება, ერთის სისხლი გამოდგეს სხვა პაციენტის სამკურნალოდ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის” გადაცემაში საღამოს ნიუსრუმი” განაცხადა.

დიახ, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით დავნერგავთ, მაგრამ სულ ვიმეორებდი, რომ ეს ვერ ჩაითვლება ფართო გამოყენების მეთოდად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალიან შეზღუდულია იმ დონორების, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელთა სისხლშიც დამცავი მანეიტრალიზებელი ანტისხეულებია საკმაოდ მაღალი ტიტრით, ეს აუცილებელი პირობაა. ჩვენ ამჟამად გატესტვის რეჟიმში გვყავს გამოჯანმრთელებული პაციენტები, მათ შორის არა მარტო ჩვენს კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას აქვს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები საკმარისი ტიტრით. საშუალოდ რომ ვთქვათ, 20 გასინჯული დონორიდან შეიძლება ერთის სისხლის გამოდგეს სხვა პაციენტის სამკურნალოდ, თან ერთის პლაზმა კიდევ უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს მას სხვა ვირუსი ან დაავადება”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, საქართველო ამ მეთოდს შეინახავს სარეზერვოდ იმ პაციენტებში, სადაც მკურნალობის სხვა მეთოდი ეფექტიანი არ იქნება.

მთელ მსოფლიოში ვერსად ნახავთ, რომ ამ მეთოდს მასიურად იყენებენ, როგორც მაგალითად მედიკამენტს. ყველგან არის გადასხმის ერთეული შემთხვევები. ჩვენ ამ მეთოდს შევინახავთ სარეზერვოდ იმ პაციენტებში, სადაც მკურნალობის სხვა მეთოდი ეფექტიანი არ იქნება. განსაკუთრებით მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის, როგორც ეს ახლა გავაკეთეთ. პაციენტი, ვისაც პლაზმით გადავუსხით, 83 წლის ქალბატონი იყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სადაც სხვა სახის მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გადაიარა ყველაზე კრიტიკულმა ფაზამ, მაგრამ ჯერჯერობით ის მაინც რჩება რეანიმაციაში და ჯერ საბოლოო პროგნოზს მაინც ვერ ვაკეთებთ”,-განაცხადა ცერცვაძემ.

loading...
Next Post

უმძიმესი ავარია: გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო და ბიჭი

გაზიარება Loading... ავტოსაგზაო შემთხვევას სართიჭალაში, […]