უმძიმესი ავარია: გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგო და ბიჭი

geoinformer

Loading...

ავტოსაგზაო შემთხვევას სართიჭალაში, კახეთის გზაზე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

loading...
Next Post

რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება თუ ადეიშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშნეს?

გაზიარება Loading... უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ […]