დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს… არასდროს დამავიწყდება – ლევან რატიანი აქამდე უცნობ საკითხზე

geoinformer

Loading...

ლევან რატიანი იხსენებს იმ დღეს, როცა კორონავირუსის გავრცელების მოლოდინში, ის ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ უნდა გადაკეთდეთ კოვიდინფექციის ცენტრადო, არასდროს დამავიწყდება ის დღე. ეს იყო 28 თებერვალი.

ძალიან ძნელია აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ როცა ქვეყნას სჭირდებოდა, გადავწყვიტე, რომ პირველი გავმხდარიყავით.

სიტყვებით ძალიან მარტივია ლაპარაკი და ამის გადმოცემა, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი შრომა და ნერვიულობა. შეიძლება ბევრი გვქონდა წაკითხული კოვიდინფექციაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, როცა პირველი პაციენტი მივიღეთ, რომ ჩვენ ეს ვიცოდით,- თქვა postv-ის ეთერში ლევან რატიანმა.

loading...
Next Post

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა

გაზიარება Loading... შინაგან საქმეთა სამინისტრომ […]