დონალდ ტრამპმა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვა 1 წლით გაახანგრძლივა

geoinformer

Huawei

Loading...

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ფირმებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების მქონე კომპანიების ტელეკომუნიკაციური აღჭურვილობის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა 2021 წლის მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში კომპანიების სახელწოდებები ნახსენები არ არის, თუმცა ფაქტობრივად საუბარი Huawei-სა და ZTE-ზეა.

აშშ-ში იმ ფირმებთან თანამშრომლობის აკრძალვა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, ძალაში 2019 წლის მაისიდანაა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცსამსახურებმა განაცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობას, რომელსაც Huawei-სთან აქვს კავშირი, 5G აღჭურვილობის მეშვეობით ამერიკის ტელეკომუნიკაციურ ქსელებზე შეუძლია თვალთვალი.

The Verge აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ამერიკულმა ფირმებმა Huawei-სთან თანამშრომლობა სრულად არ შეწყვიტეს. ჩინურ კომპანიას Google-თან მუშაობა შეუძლია, ამასთან მას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს გაცემული რამდენიმე ლიცენზია აქვს, თუმცა მათი ვადა 15 მაისს იწურება.

გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

წყარო

loading...
Next Post

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტში სიძულვილის შესახებ საკამათო კანონი მიიღო

გაზიარება Loading... ფრანგმა დეპუტატებმა მხარი […]