საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტში სიძულვილის შესახებ საკამათო კანონი მიიღო

geoinformer

ინტერნეტი აპლიკაციები

Loading...

ფრანგმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ, რომელსაც კრიტიკოსები ცენზურას უწოდებენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონი ინტერნეტ-პლატფორმებს და საძიებო სისტემებს შეურაცხმყოფელი​ კონტენტის შესაბამისი რეკომენდაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში წაშლას ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმად 1,25 მილიონამდე ევრო დაეკისრებათ.

კანონპროექტი პარლამენტში პირველად 2019 წელს წარადგინეს, შემდეგ კი მასში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. დოკუმენტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ახალი წესები სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს.

წყარო

loading...
Next Post

(ვიდეო)-რა ხდება ამ წუთებში ისანში - ცემის და დაპირისპირების კადრები ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიღეს

გაზიარება Loading... ხმაური იყო ცოტა […]